სიახლეები

4075 Views
პოლიტიკა

გირჩი ხელისუფლებას პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გეგმას სთავაზობს

 
პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გეგმა.

 

ქვეყანაში არის მწვავე პოლიტიკური კრიზისი, რომელიც მალე გადაიზრდება ეკონომიკურ კრიზისში. 
შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობა კი სრულად ეკისრება ქართულ ოცნებას და პირადად ბიძინა ივანიშვილს.
ჩვენი აზრით, ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რომ ქვეყანამ შეძლოს მშვიდად მისვლა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე. 
ეს არის ნომერ პირველი რისკი ქვეყნისთვის, და ამავე დროს, ეს არის გამოწვევა თითოეული ჩვენგანისთვის. 

ახლა მნიშვნელოვანია ისეთ ქმედებებზე შეთანხმება, რომლებიც ერთი მხრივ ბოლომდე არ ჩამოშლის ეკონომიკას, ხოლო მეორე მხრივ ცივილიზებულად, გასაგები და სამართლიანი პოლიტიკური თამაშის წესებით მიგვიყვანს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე.

ხელისუფლებამ  სასწრაფოდ  უნდა გადადგას შემდეგი ნაბიჯები:

  1. დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს შსს მინისტრი. ნებისმიერი გაჭიანურება კიდევ უფრო აღრმავებს პოლიტიკურ კრიზისს.
  2. სწრაფად უნდა დაიწყოს დიალოგი და აქტიური სამუშაო პროცესი უბარიერო, პროპორციულ სისტემაზე გადასასვლელად. 
  3. ლეგიტიმაციის არ ქონის გამო, ხელისუფლებამ უნდა გამოაცხადოს მორატორიუმი:
    ა. მოსამართლეების უვადოდ დანიშვნაზე
    ბ. ახალი ეკონომიკური რეგულაციების (მაგ. საბანკო, სამშენებლო, ტაქსების და ა.შ.)  მიღებაზე, რომლებიც ტვირთად აწვება ისედაც კრიზისში მყოფ ეკონომიკას.
    გ. სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ნებისმიერ მცდელობაზე

ნებისმიერ პოლიტიკურ მოთამაშეს, რომელსაც ესმის თუ რა არის პროპორციული საარჩევნო სისტემა,  გააზრებული უნდა ჰქონდეს, რომ ამ სისტემის მთავარი ღირებულებაა შეთანხმებებით და კომპრომისების გზით სიარული, რომელიც  სინამდვილეში ახლაა დასაწყები.

კომენტარები