სიახლეები

57 Views
პოლიტიკა

რას ფიქრობენ ვაშინგტონში საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე

„პირველი ღამის პასუხი ძალიან სასტიკი იყო" -  ასე აფასებს გავრილოვის ღამეს და საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ბაიდენის ცენტრის დირექტორი.

აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი, მაიკლ კარპენტერი, გავრილოვის ვიზიტს და პარლამენტის სპიკერის სკამის დაკავებას საზოგადოებისათვის სილის გაწვნას უწოდებს.

რუსეთის პარლამენტის წევრის სპიკერის სავარძელზე დაჯდომა, ქართველების უმეტესობისთვის სიმბოლურად სილის გაწვნას წარმოადგენდა, სწორედ ამან გამოიწვია ეს ემოცია, რადგან რეალობა ის არის, რომ საქართველო რუსეთის მიერაა ოკუპირებული და ამას გვერდს ვერ აუვლი , ხალხმა ეს იცის და გრძნობს.

კარპენტერი ხელისუფლების გადაწყვეტილებას, აქციის ძალადობრივად დაშლის შესახებ, სასტიკ პასუხად აფასებს და თვლის, რომ მიუხედავად დემონსტრანტთა ნაწილის პარლამენტში შეჭრის მცდელობისა, პროცესები ისე უნდა დასრულებულიყო რომ ძალადობა არცერთ მხარეს არ შეხებოდა.

რაც შეეხება პროპორციულ საარჩევნო სისტემას კარპენტერი თვლის, რომ მსგავსი სისტემა საქართველოს წაადგება, თუმცა ნულოვანი ბარიერი პატარა პრობლემად მიაჩნია,  ვინაიდან შედეგად ჩვენ პარლამენტში ვიხილავთ რადიკალურ ძალებს, რომლებიც მისი აზრით შეეცდებიან პროცესების გართულებას სხვა ძალებისთვის.

კარპენტერმა ასევე ისაუბრა ამ აქციის უფრო ფართო კონტექსტსა და რუსეთის ინტერესებზე.

რუსეთი ცდილობს, რომ კიდევ უფრო ფართოდ გაავრცელოს ნარატივი, რომ საქართველოსათვის რუსეთი  უალტერნატივო პარტნიორია, დასავლეთი კი საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებთან დაკავშირებით ყოყმანობს.

                                                                                    - აცხადებს ბაიდენის ცენტრის დირექტორი

რუსეთი რომ არ არის სანდო პარტნიორი, კიდევ ერთხელ დამტკიცდა ვლადიმერ პუტინის ტურისტული ემბარგოთი -ამბობს იგი და არასწორ გადაწყვეტილებად მიიჩნევს ეკონომიკურად დამოკიდებული იყო იმ ქვეყანაზე რომელიც შენი ქვეყნის სუვერენიტეტს აზიანებს.

შეგახსენებთ რომ მაიკლ კარპენტერი მიმდინარე თვეს იმყოფებოდა საქართველოში. მან ქვეყნის დატოვების შემდეგ საკუთარი ტვიტერის გვერდის საშუალებით გააკრიტიკა საქართველოს პოლიტიკა რუსეთთან მიმართებით და განაცხადა, რომ რუსი ბიზნესმენების მიერ საქართველოში მიწების ყიდვის გამო, ჩვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეებმა, ერთ დღეს შესაძლოა გავიღვიძოთ და აღმოვაჩინოთ, რომ არა 20%-ით არამედ 100%-ით ვართ ოკუპირებულები.
 

კომენტარები