სიახლეები

მოსამართლე: რეპრესიული სისხლის სამართლის პოლიტიკა გვაქვს, რომელიც საბჭოთა სამართლის მემკვიდრეა

დავით ნარიმანიშვილი, რომელიც 2012 წლის ოქტომბრიდან გურჯაანის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარეა, იაგო ხვიჩიას სტატუსს ეხმიანება სოციალურ ქსელში, სადაც გირჩის ლიდერი საპოლიციო სისტემის დეცენტრალიზაციის აუცილებლობაზე საუბრობს. ნარიმანიშვილი აღნიშნავს, რომ კერძო პოლიციის იდეას ემხრობა, მოსამართლე წერს, რომ ჩვენს სისხლის სამართლის კოდექსში, მუხლების თითქმის ნახევარი, არც უნდა იყოს დანაშაული: 

ჩვენ რეალურად რეპრესიული სისხლის სამართლის პოლიტიკა გვაქვს, რომელიც საბჭოთა სამართლის მემკვიდრეა.  საბჭოთა სისხლის სამართლის პოლიტიკის მთავარი მიზანი იყო რაც შეიძლება ბევრ ადამიანს მართლმსაჯულებასთან პრობლემა  შექმნოდა, რის შემდეგაც ადვილდებოდა მათით მანიპულაცია.

 

კომენტარები