სიახლეები

594 Views
პოლიტიკა

გახარია: ყველაფერი ჩემი პასუხისმგებლობაა და ამ პასუხისმგებლობას არ გავურბივარ

ყველაფერი, რაც ამ ღონისძიების დროს მოხდა, რა თქმა უნდა, არის ჩემი პასუხისმგებლობა მისი დაწყებიდან დასრულებამდე. ამ პასუხისმგებლობას მე არ გავურბივარ. 

ამის შესახებ, შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ისაუბრა. გახარიას განცხადებით, მისი პასუხისმგებლობაა ასევე ისიც, რომ სამართალდამცავები, რომლებიც  სახელმწიფო ინსტიტუტს იცავდნენ, ადეკვატურად იქნენ შეფასებული საზოგადოებისგან.

პროპორციულობის ნაწილში არსებობს გარკვეული კითხვის ნიშნები გარკვეულ ეპიზოდებთან, რომელიც ასევეა დეტალურად გამოსაძიებელი.

ასე პასუხობს შს მინისტრი ჟურნალისტის კითხვას, იყო თუ არა ძალა გადამეტებული 20 ივნისის ღამეს პოლიციელების მხრიდან.

როგორც გახარია აცხადებს, გამოძიების დასრულების შემდეგ გაირკვევა, უნდა დადგეს თუ არა მისი პასუხისმგებლობის საკითხი. იქამდე კი გადადგომას არ აპირებს.

კომენტარები