სიახლეები

86 Views
პოლიტიკა

ბახტაძე: პასუხისმგებლობა შედეგებზე ეკისრება მსჯავრდებულ სააკაშვილს და მის გუნდს

მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ბრიფინგი მიმდინარეობს. პრემიერმა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარე მოვლენები შეაფასა, მისი განცხადებით, ის რაც მოხდა არ იყო შსს-ს ან მისი ხელმძღვანელის არჩევანი, რადგან მათი მოვალეობა იყო დაეცვათ ქვეყანა დესტრუქციული ძალისგან, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისგან. 

პასუხისმგებლობა შედეგებზე ეკისრება მსჯავრდებულ სააკაშვილს და მის გუნდს...სამწუხაროდ ცალკეულ შემთხვევებში ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტების შემთხვევებს, როდესაც პასიური კორდონი ვერ აკავებდა ამ აგრესიას,  ისინი იძულებული იყვნენ გამოეყენებინათ ძალა.ცხადია ამ ყველაფერს ჭირდება ძალიან დეტალური და ტრანსპარენტული გამოძიება.

როგორც ბახტაძე ამბობს, ამ დროისთვის 10 პოლიციელს შეუჩერდა უფლებამოსილება, პრემიერ-მინისტრის განცხადებით მთავრობა უზრუნველყოფს გამოძიების პროცესის მაქსიმალურ გამჭვირვალობას.

რაც შეეხება გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნას, ამ თემაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იმ დესტრუქციულმა ძალამ, რომელმაც მოქალაქეების გულწრფელი პროტესტი გამოიყენა საკუთარი ინტერესებისთვის.

მთავრობის ადმინისტრაციაში ამ წუთებშიც მიმდინარეობს პრემიერის ბრიფინგი, სადაც მამუკა ბახტაძე ჟურნალისტების კითხვებს პასუხობს.

კომენტარები