27 ივნ 2019
57 Views
პოლიტიკა

სასამართლომ ნიკა მელიას 30 ათასლარიანი გირაო შეუფარდა

საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრს, ნიკა მელიას, 30 ათასლარიანი გირაო შეუფარდა - როგორც რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე თემურ გოგოხიამ განაცხადა, მელიამ ეს თანხა ოცი დღის ვადაში უნდა გადაიხადოს. 

საგამოძიებო უწყება მელიას თბილისში, 20 ივნისს საპროტესტო აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში, ამ პროცესების ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობაში ედავება.

საქალაქო სასამართლომდე, პროკურატურამ, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით, პარლამენტს გუშინ მიმართა. მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნას მხარი უმრავლესობის 91-მა დეპუტატმა დაუჭირა. 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ნიკა მელიას 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 



კომენტარები