სიახლეები

133 Views
პოლიტიკა

ოქრუაშვილი: დღეს დასაჭერად არ მცალია, ქორწინების 20 წლისთავი მაქვს

25 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ შსს გიგი უგულავას, ნიკა მელიას და ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებას გეგმავს. ამ თემას ირაკლი ოქრუაშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება და ბერა ივანიშვილს მიმართავს:

ჩემო ბერა! იმ ერთ გზააბნეულ ქართველ პოლიტიკოსს, სახლში რომ გყავს, უთხარი – დღეს დასაჭერად არ მცალია, ქორწინების 20 წლისთავი მაქვს და ხვალ გამომიაროს

დღეს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა გაერთიანებულ კომიტეტზე მხარი დაუჭირეს საქართველოს პროკურატურის მიმართვას ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით. პლენარულ სხდომათა დარბაზში, სესიაზე ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერების საკითხი უნდა განიხილონ და კენჭი უყარონ.

კომენტარები