სიახლეები

205 Views
პოლიტიკა

კვიციანი: ნიკა მელია, როგორც განტევების ვაცი

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ემზარ კვიციანი საპარლამენტო უმრავლესობას მოუწოდებს თავი დაანებოს 21 ივნისს განვითარებულ მოვლენებს და დასაჯოს ის ადამიანები, რომლებმაც, მისი თქმით, 20 ივნისს, პარლამენტში „საპარლამენტთაშორისო მართლმადიდებლური ასამბლეა“ ჩაშალეს.

ამის შესახებ კვიციანმა რამდენიმე წუთის წინ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა. სესიაზე მმართველი პარტია ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნაზე მსჯელობს. სწორედ ამის გამო, ემზარ კვიციანმა მელიას „განტევების ვაცი“ უწოდა.

კომენტარები