სიახლეები

187 Views
პოლიტიკა

ტაქსის მძღოლებმა მანქანის ფერის შეცვლის ვაუჩერი 10 აგვისტომდე უნდა აიღონ

ავტომანქანის ფერის შეცვლის ვაუჩერის აღების მსურველმა ტაქსის მძღოლებმა შესაბამის კომპანიას 10 აგვისტომდე უნდა მიმართონ. ამის შესახებ დღეს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით ვაუჩერის განაღდება, ანუ ავტომანქანის ფერის შეცვლა (შეღებვა, ან თეთრი ფირის გადაკვრა) უნდა მოხდეს პირველ ოქტომბრამდე

მინდა, შევეხო რეფორმას, რომელიც ჩვენ გასულ წელს დავიწყეთ. ეს არის ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი მიმართულება - ტაქსების რეფორმა, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს. მინდა შევახსენო ყველას, რომ მერიის მიერ შემუშავებული ვაუჩერების გაცემის ვადა მიმდინარე წლის 10 აგვისტოა.

როგორც თბილისის მერი ამბობს, ეს რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია და აუცილებლად უნდა განხორციელდეს, რათა სარგებელი მიიღონ, როგორც ტაქსის მძღოლებმა, რომლებიც ამ სერვისს ახორციელებენ, ასევე იმ ადამიანებმა, რომლებიც ამ სერვისით სარგებლობენ.

წყარო : Bm.ge

კომენტარები