სიახლეები

სანამ ადამიანები ციხეში იქნებიან და სიტუაცია ასეთი იქნება, ჩვენი პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება ნიშნავს, ოპოზიციის საცემად ხელისუფლების მხარეს გადასვლას - ვახო მეგრელიშვილი

ვახომ სამშაბათს საღამოს, გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის დაუსრულებელ ომსა და შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე ისაუბრა.

მისი თქმით, გირჩი ბუნებრივია მთელ ამ პროცესს მიყვებოდა და ყველა ეტაპზე გარემოებებიდან გამომდინარე რაღაც იცვლებოდა.

პროცესის მსვლელობის დროს ნათელი გახდა, რომ ოპოზიციამ არჩევნების გაყალბება იმ სტანდარტით ვერ დაამტკიცა, რომლითაც საერთაშორისო თანამეგობრობა ჩვენს გვერდით მკაფიოდ დადგებოდა, რაც ფაქტია და რომელიც ოპოზიციამ უნდა აღიაროს.

ამასთანავე, ვახო მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ნაციონალურ მოძრაობას მართლა ებრძვის და შეიძლება ამ წუთას გირჩი ან რომელიმე სხვა პარტია დიდად არ აინტერესებს, მაგრამ თუ ეს ბრძოლა პარტიებს შორის მართლა არ დამთავრდება, შემდეგი სამიზნე შეიძლება ნებისმიერი სხვა პარტია გახდეს.

როდესაც ნიკა მელია და გიორგი რურუა ციხეში ზიან, რაც არ უნდა ვილაპარაკოთ პოლიტიკისგან დამოუკიდებლად მიღებულ სასამართლოს მიუკერძოებელ გადაწყვეტილებებზე, აღქმა ყველას ისეთია, რომ ეს ადამიანები არიან ერთმანეთთან მებრძოლი მხარეები და ერთი ჩაგრავს მეორეს.

სანამ ადამიანები ციხეში იქნებიან და სიტუაცია ასეთი იქნება, ჩვენი პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება ნიშნავს, ოპოზიციის საცემად ხელისუფლების მხარეს გადასვლას.

გირჩი დანიესლონის მედიაციის პროცესს ბოლომდე ელოდებოდა და ყველანაირად ცდილობდა მისთვის ხელი შეეწყო. როგორც კი მოგვეჩვენებოდა, რომ რომელიმე მხარე არასწორ ნაბიჯს დგამდა, ამაზე ვსაუბრობდით, რის გამოც ბევრი გვხდებოდა, მაგრამ ამას ვაკეთებდით.

ვახოს თქმით, მედიაციის პროცესი ფაქტობრივად დასრულდა და გაგრძელდება თუ არა არ ვიცით, ხუთშაბათს ნიკა მელიას სასამართლო პროცესი არის ჩანიშნული, რომელსაც გირჩი დაელოდება.

ამ კვირაში მოვლენების განვითარებას დაველოდებით და იქეთ კვირიდან ზუსტად გეცოდინებათ, თუ შეთანხმების პერსპექტივა არ ჩანს, გირჩი დამოუკიდებლად ვიმოქმედებთ.

 

კომენტარები