25 ივნ 2019
36 Views
ეკონომიკა

Galt&Taggart "ლარის სისუსტეს" ეროვნული ბანკის ნაბიჯებს უკავშირებს

საინვესტიციო ბანკი Galt&Taggart წლის პირველ ნახევარში “ლარის სისუტეს” ძირითადად ეროვნული ბანკის ნაბიჯებს უკავშირებს. 

როგორც მათ ანგარიშშია აღნიშნული, ლარი წლის პირველ ნახევარში დაახლოებით, 7%-ით გაუფასურდა, მიუხედავად იმისა, რომ სავაჭრო სალდოში მნიშვნელოვანი გაუმჯობესება შეინიშნებოდა. 

ლარის სისუსტე წლის პირველ ნახევარში ძირითადად დაკავშირებული იყო ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო რეზერვების შესყიდვებთან (216 მილიონი დოლარი წლის პირველ ნახევარში); ასევე სხვა ფაქტორებთან (უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სახსრებზე მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის ზრდა, ნეგატიური მოლოდინები თურქული ლირის მერყეობის გამო და ა.შ.)

Galt&Taggart-ის ანგარიში ითვლის, რა გავლენა ექნება რუსეთის ე.წ. ტურისტულ ემბარგოსა და სხვა პროდუქციაზე შესაძლო ემბარგოს ქართულ ეკონომიკაზე. კვლევაში ნათქვამია, რომ ლარის საშუალო შეწონილი კურსი დოლართან მიმართებით 2.70-2.75-ის ფარგლებში იქნება წლის მეორე ნახევარში, ხოლო 2020 წლისთვის 2.6-ზე დაფიქსირდება, რამდენადაც დამატებითი ზეწოლა რუსეთის სანქციების გამო არაა მოსალოდნელი.



კომენტარები