სიახლეები

36 Views
პოლიტიკა

თალაკვაძე: შსს-მ აქცია კანონმდებლობის შესაბამისად დაშალა

20 ივნისს, შსს-მ მშვიდობიან დემონსტრანტებს შორის არსებული ერთი ძალადოვბრივი ჯგუფი, საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად დაშალა - ამის შესახებ პარლამენტის ახლადდანიშნულმა თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი განცხადებით, 20 ივნისის ღამეს, პოლიციის ქმედება „ძალადობრივ შტურმზე“ რეაგირება იყო. თალაკვაძემ მწუხარება გამოთქვა დარბევისას დაშავებულ ადამიანებზე და განაცხადა, რომ მათი ჯანმრთელობის დროულად აღსადგენად სათანადო რესურსი გამოიყოფა.

პარლამენტის თავმჯდომარის რანგში პირველი კომენტარის გაკეთებისას, თალაკვაძემ აღნიშნა ისიც, რომ მუშაობას პირუთვნელად და მაქსიმალური ძალისხმევით აპირებს.

მაქსიმალურად ვეცდები რომ პარლამენტში წარმოდგენილი ოპოზიციური ძალები ჩავრთო მუშაობაში და ამით სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მათთან ერთად მივიღოთ

კომენტარები