სიახლეები

გირჩის ახალი სათათბიროს ფორმირება დასრულდა

გირჩის ახალი სათათბიროს ფორმირება 31 მარტს 16:20-ზე დასრულდა, რომელიც პარტიის ტოპ ხუთი პოლიტიკოსისგან, ტოპ ხუთი GED-ერისგან და ტოპ ექვსი შემომწირველისგან შედგება.

ძალიან საინტერესო სათათბირო გვყავს, მრავალფეროვანი გემოვნების ადამიანებით დაკომპლექტებული.

ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ სათათბიროს მეოთხედი არის ადამიანები, რომლებიც დიდი ხნის წასულები არიან ამერიკის შეერთებულ შტატებში და ამ ფორმით დისტანციურად უბრუნდებიან საქართველოს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებას. ვფიქრობ ეს ძალიან კარგი საქმეა და მე მიხარია, რომ გირჩს ეს ამბავი ბუნებრივად გამოუვიდა

                                                                                                                                                                                     - იაგო ხვიჩია.

წარმოგიდგენთ ახალი სათათბიროს წევრების სიას

ტოპ ხუთი პოლიტიკოსი:

1. როლანდი ნაჭყებია

2. ალექსანდრე რაქვიაშვილი

3. უჩა ბარბაქაძე

4. ბორის სოლომონია

5. ოთო ზაკალაშვილი

ტოპ ხუთი GED-ერი:

1. ზურა ბუხნიკაშვილი

2. ლუკა ცისკარიშვილი

3. აბესალომ დაბახიშვილი

4. ნოდარ ჩინჩალაძე

5. დავით ფანჯაკიძე

ტოპ ექვსი შემომწირველი:

1. გიორგი ახობაძე

2. დათო დარბაიძე

3. ტატო ჯახია

4. მიშო ხვედელიძე

5. მაქს ჩანია

6. გიორგი ჭაუჭიძე

რამდენიმე თვეა რაც გირჩის სამეფოს მშენებლობა დავიწყეთ და კონსტიტუციის პროექტი შევქმენით, ვაპირებთ გირჩის საზოგადოების შიგნით ჩამოვაყალიბოთ ისეთი წესრიგი, როგორიც ზოგადად ქვეყანაში გვინდა რომ იყოს. 

ერთის მხრივ, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე, გადაწყვეტილებებია მისაღები, რას ვშვებით ზოგადად, რა გზას ვირჩევთ და ა.შ. მეორე მხრივ კი, გირჩის სამეფოს ჩამოყალიბებაში, ბევრი სამუშაო გვაქვს გასაწევი, რაშიც სათათბიროს დახმარება მნიშვნელოვანი იქნება, რომელიც გადაწყვეტილებებს ასევე ლეგიტიმაციას შესძენს.

სათათბიროს ახალი წევრებიდან რამდენიმეს ვიცნობ, რამდენიმე ახალი ადამიანია, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში აღმოვაჩინეთ. აქამდე გირჩის მიერ განვლილმა პროცესებმა საშუალება მოგვცა ახალი ადამიანები  აღმოგვეჩინა, რომლებიც ადრე ასე ახლოდან პოლიტიკურ პროცესებში საერთოდ არ მონაწილეობდნენ. 

გირჩის საზოგადოების ჩამოყალიბებაში და სამეფოს გაფართოებაში, წინ საინტერესო პროცესები გველის

                                                                                                                                                                             - ლევან ჯგერენაია.

ტრადიციული შერჩევის წესის წყალობით, სათათბიროში ახალი სულმდგემელები გვყავს, რაც ცხადია გირჩის სამეფოს ამდიდრებს და საშუალებას იძლევა მოთათბირე ადამიანებმა შეძენილი პასუხისმგებლობით და თავიანთი ადამიანური რესურსით, საკუთარი როლი მოირგონ ამ სამეფოს აღმშენებლობაში.

გასული წლის მანძილზე ახალშობილი საბჭოს კმაყოფილიც და მადლიერიც ვიყავი, ზუსტად ვიცი, რომ მე მრავალგვარ გამააქტიურა. ასეთი გამოცდილების ხარჯზე, ახალ წევრებთან ერთად დარწმუნებული ვარ კიდევ უფრო მეტი ინტენსივობით და მეტ პროექტებზე წარმატებით ვიმუშავებთ, რაც ყველაზე ძალიან მომწონს არის სათათბიროსთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფი, რომლის იდეაც და პრაქტიკაც უკვე გამოყენებული გვაქვს და მინდა ავღნიშნო, რომ ამან ძალიან ნაყოფიერად იმუშავა.

გირჩებს ბჭობა უზომოდ გვიყვარს, შესაბამისად მოლოდინი არის მრავალი ბჭობისა და თათბირის, სამეფოს გასაძლიერებლად

                                                                                                                                                                                - უჩა ბარბაქაძე.

გამიხარდა გირჩის სათათბიროში მოხვედრა, თუმცა არ მოველოდი, რადგან არცთუ ნოყიერი დამფინანსებელი ვარ. შესაბამისად ეს იმის მაჩვენებელია, რომ დამფინანსებლების მოზიდვა ჩვენი ერთ-ერთი ამოცანა უნდა იყოს.

ჩემთვის გირჩის სათათბიროში ყოფნა სასიამოვნო და საპასუხისმგებლო უფლებამოსილებაა და შევეცდები პარტიას დავეხმარო იდეების გავრცელებაში. ჩემი აზრით, გირჩის იდეებს დღევანდელ მოცემულობაში მხარდაჭერის 15%-იანი ელექტორალური პოტენციალი გააჩნია. ვფიქრობ ამ იდეათა ამომრჩევლამდე მიტანა უნდა იყოს ჩვენი მეორე მთავარი ამოცანა. 

წარმატებას ვუსურვებ გირჩსა და ყველა თავისუფლებისმოყვარე ადამიანს

                                                                                                                                                                                - გიორგი ჭაუჭიძე.

გირჩისთვის პარტიებს შორის მოლაპარაკებების პროცესმა შინაარსი დაკარგა, ამიტომ კონკრეტული გეგმა შევიმუშავეთ, თუ როგორ წარმოგვიდგენია სამომავლოდ ჩვენი პოზიციონირება და რას ვაპირებთ ზოგადად. 

მას შემდეგ, რაც სათათბიროს თავკაცს ავირჩევთ და შიდა პროცესებს დავალაგებთ სხვადასხვა მიმართულებით ბევრ სიახლეს შემოგთავაზებთ.

                                                                                                                                                                       ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები