სიახლეები

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში უნდა ჩამოვიდეს და ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში შევიდეს - ვახო მეგრელიშვილი

ვახო მეგრელიშვილმა გადაცემაში ანა ახალაიას „დღის ამბები“ განაცხადა, რომ მან არ იცის კრისტიან დანიელსონი საქართველოში რა კონკრეტული ცვლილებებით დაბრუნდება.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია მხარეებიც ამ პროცესში უფრო მოქნილები გახდნენ და  ისეთი იდეები განიხილონ, რომელიც აქამდე არ განხილულა:

ვფიქრობ ამნისტია არა 20 ივნისის გვჭირდება, არამედ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნება და აღიარება იმ რეალობის, რომ მაგიდის მეორე მხარეს არა რომელიღაც პარტიის წარმომადგენელი, არამედ მართლა მისი ლიდერი ზის

ვახო მიიჩნევს, რომ სწორედ ეს პრობლემაა ყველაფრის დასაბამი, რისი შედეგიცაა გიორგი რურუას და ნიკა მელიას პატიმრობა. მისი აზრით, ეს შედეგია მხარეების იმ დაპირისპირების, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში მიმდინარეობს და ისინი ამის მსხვერპლნი არიან.

ამ დაპირისპირების წყარო კი არის ამ ადამიანის (მიხეილ სააკაშვილის) პოლიტიკური ველიდან გარიყვა და თუ შერიგებაზე და დათმობებზეა საუბარი,  მაშინ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში უნდა ჩამოვიდეს და ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში შევიდეს.

                                                                                                                                                                            - განაცხადა ვახომ. 

 

 

                                                                                                                                                                  ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები