ის ხმები, რაც შესაძლოა ქართულმა ოცნებამ დაკარგოს, ამ ხმებს გახარიას მეშვეობით უკან დაიბრუნებენ - სანდრო რაქვიაშვილი

გირჩის ყოველდღიურ გადაცემაში „დაუჯერებელი ამბები“ პოლიტიკოსებმა დღის ყველაზე დაუჯერებელ ამბებზე ისაუბრეს.

გირჩის ერთ-ერთმა ლიდერმა, სანდრო რაქვიაშვილმა დღის დაუჯერებელ ამბად გიორგი გახარიას განცხადება დაასახელა.

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.

სანდრო მიიჩნევს, რომ ლელოს და სტრატეგია აღმაშენებელს ნაწილობრივ ქართული ოცნების ამომრჩეველმა მისცა ხმა და ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების შედეგად, ამ პარტიებმა ფაქტიურად ეს ხმები დაკარგეს.

ქართული ოცნების პოტენციური ამომრჩეველი ლელოს ხმას უკვე აღარ მისცემს და მგონია, რომ გათვლა სწორედ ამაზეა. ის ხმები, რაც შესაძლოა ქართულმა ოცნებამ დაკარგოს, ამ ხმებს გახარიას მეშვეობით უკან დაიბრუნებენ.

მან გამორიცხა, რომ გიორგი გახარიას პოლიტიკაში დაბრუნება ქართული ოცნების გარეშე ხდებოდეს, თუნდაც დაფინანსებისა და ადამიანური რესურსის კუთხით ეს შეუძლებელია.

მას მინიმუმ ნებართვა უნდა ჰქონდეს აღებული ივანიშვილისგან, რომ ეს გააკეთოს.

მისივე თქმით, შესაძლოა ეს ბიძინა ივანიშვილის ინტერესებში იყოს, რადგან მას შეიძლება არ აწყობდეს ქართული ოცნების გაძლიერება.

სანდრომ აღნიშნა, რომ გიორგი გახარიას რეიტინგი სწორედ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩამოყალიბდა და ჩვენ არ ვიცით მას, როგორც ცალკე აღებულ პოლიტიკოსს რა უნდა. მისივე თქმით, რადგან მისი ფიგურის უკან იდეოლოგია არ დგას, მას პოზიციონირებისთვის რესურსი სჭირდება.

რაქვიაშვილი მიიჩნევს, რომ გახარია ვერ იქნება ნამდვილი ოპოზიციონერი, რადგან ის ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი სახე იყო.

ზოგადად ბოლომდე შეთანხმებული ოპოზიციების არ მჯერა.

                                                                                                                                                                  -  განაცხადა იაგომ.

იაგო მიიჩნევს, რომ გახარიას პოლიტიკაში დაბრუნება ყველაფრის მიუხედავად, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ახალ მოთამაშეს გააჩენს.

 

 

                                                                                                                                                            ავტორი: პოლინა აბზიანიძე



კომენტარები