სიახლეები

ან უნდა გავარკვიოთ ამ ქვეყანაში ფუნქციონირება როგორ შეიძლება, ან უნდა დავიშალოთ - ვახო მეგრელიშვილი

დღეს გადაცემაში „დაუჯერებელი ამბები“ ვახო მეგრელიშვილმა და იაგო ხვიჩიამ გუშინდელ მოლაპარაკებებზე ისაუბრეს.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ფასილიტატორები მხარეებს ინდივიდუალურად ხვდებოდნენ.

ვახომ მსგავსი ფორმატით ჩატარების წესზე ასეთი კომენტარი გააკეთა:

შესაძლოა ეს ფორმატი სოციალიზაციისთვის გააკეთეს, რათა ჩვენ ერთმანეთთან გველაპარაკა.

გარემოს ათვისების მცდელობები იყო,  სხვადასხვა რაღაცეებზე საუბარი ვცადეთ, მაგრამ როგორც კი იმ საქმეს ვადგებოდით რის გამოც იქ ვიყავით, უკვე საუბრის პრობლემა ჩნდებოდა, ზოგად საჭირბოროტო საკითხებზე საუბარი ერჩივნათ.

იაგოს თქმით, მთავარი პრობლემა ისაა, რომ ყველაზე დიდ მხარეებს შეთანხმება არ უნდათ, რადგან სხვაგვარად რომ ყოფილიყო, გუშინდელი შეხვედრა წარმატებით დასრულდებოდა.

ვახო მიიჩნევს, რომ:

ან უნდა გავარკვიოთ ამ ქვეყანაში ფუნქციონირება როგორ შეიძლება, ან უნდა დავიშალოთ.

რაც შეეხება საკითხს თუ როგორ განვითარდება მოვლენები სამომავლოდ პოლიტიკოსების აზრით, მნიშვნელოვნად დამოკიდებულია იმაზე, თუ რა დასკვნებს დადებენ ფასილიტატორები მიმდინარე პროცესების შესახებ.

ძალიან მაინტერესებს ფასილიტატორები რა განცხადებას გააკეთებენ, რა დაინახა დენიელსონმა ჩვენს პოლიტიკურ სპექტრთან ურთიერთობის შემდეგ, ასევე ელჩებმაც ხომ რაღაც პოზიცია უნდა დააფიქსირონ.

                                                                                                                                                                                   - აღნიშნა ვახომ.

                                                                                                                                                                     ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები