სიახლეები

187 Views
პოლიტიკა

ყანჩელი: ჩემი უდიდესი სურვილია მართვის მრავალპარტიულ სისტემას მოვესწრო

ქართველი კომპოზიტორი გია ყანჩელი მხარდაჭერას უცხადებს პარლამენტთან მდგომ აქციის მონაწილეებს. ამის შესახებ მან ტვ პირველთან ინტერვიუში ისაუბრა. ყანჩელის განცხადებით ამ პროცესებმა იმედი გააჩინა, რომ საქართველომ ფეხზე წამოდგომა დაიწყო.

ჯანმრთელობის მდგომარეობა რომ არა, მე დღეს თქვენთან ერთად ახალგაზრდების გვერდით ვიდგებოდი, ჩემი უდიდესი სურვილია მოვესწრო მართვის მრავალპარტიულ სისტემას და ისეთ მთავრობას, რომელიც სხვადასხვა პარტიებისგან და რაც მთავარია უპარტიო პოლიტიკოსებით დაკომპლექტდება.

გია ყანჩელი რეჟისორ რობერტ სტურუას განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელშიც სტურუა აღნიშნავდა, რომ საქართველო აღარ არსებობს. ის აქციის მონაწილეებს ნაცისტებად მოიხსენიებდა.

მინდა გავემიჯნო იმ ადამიანის მოსაზრებას, რომელთანაც მთელი ჩემი პროფესიული ცხოვრება გავატარე, ბატონი რობერტ სტურუას აზრით საქართველო დამთავრდა, მე არ ვიზიარებ ამ მოსაზრებას, ვინაიდან საქართველოს ფეხზე წამოდგომა ისევ დაიწყო, მინდა გავემიჯნო სასულიერო და სამოქალაქო პირების იმ ნაწილს, რომლებიც ურთიერთპატივისცემის ნაცვლად ურთიერთდაპირსპირებისკენ მოუწოდებენ საზოგადოებას. ნება მომეცით ჩემი დამოკიდებულება დასახიჩრებული და დაპატიმრებული ახალგაზრდების მიმართ გამოვხატო ციტატით ჩემი სიმღერიდან „ჰერიო ბიჭებო

კომენტარები