სიახლეები

87 Views
პოლიტიკა

ჯაფარიძე: ხელისუფლება კუნთებს კი არ უნდა აკაჩავებდეს, უნდა ხედავდეს აქციაზე რა მუხტია

გირჩის ერთ-ერთი ლიდერი ზურა ჯაფარიძე დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება აქციის მონაწილეების მოთხოვნებს შეასრულებს. ამის შესახებ მან "მაესტროს" პირდაპირ ეთერში საუბრისას განაცხადა.

"ყველა მოთხოვნა, რაც გვაქვს, ლეგიტიმურია. სანამ ისინი არ შესრულდება, მე და ჩემი მეგობრები აქ ვიდგებით" .

ზურა ჯაფარიძემ "გავრილოვის ღამეს" დაკავებულებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და ხელისუფლებას უდანაშაულო ადამიანების დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

"ხელისუფლება კუნთებს კი არ უნდა აკაჩავებდეს და ძალის დემონსტრირებას ცდილობდეს, უნდა ხვდებოდეს, აქ რა ხდება, რა მუხტია და პირიქით უნდა მოქმედებდეს". 

შეგახსენებთ, რომ რუსთაველზე მიმდინარე აქციის მონაწილეების ძირითადი მოთხოვნებია - შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომა, შემდეგი არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება და აქციაზე დაკავებულების გათავისუფლება.

კომენტარები