სიახლეები

41 Views
პოლიტიკა

პარლამენტთან მიმდინარე აქციამ "ქართული ოცნების" ოფისთან გადაინაცვლა

პარლამენტთან მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებმა მშვიდობიანი მსვლელობით "ქართული ოცნების" სათავო ოფისისკენ გადაინაცვლეს. 

მომიტინგეები სკანდირებენ შეძახილებით "წადი წადი", "საქართველო" და "პუტინ ხუილო". აქცია მშვიდობიანია. "ოცნების" ოფისთან დაცვა და პოლიციაა მობილიზებული.

შეგახსენებთ, რომ აქციის მონაწილეების ძირითადი მოთხოვნაა შსს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომა, 21 ივნისის "გავრილოვის ღამეს" დაკავებული ადამიანების დაუყოვნებლივ გამოშვება და რაც მთავარია, 2020 წლისთვის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება.

აქცია ხვალ კვლავ განახლდება პარლამენტთან, 19:00 საათზე.

კომენტარები