22 ივნ 2019
22 Views
ციტატები

ხვიჩია: მთავარია პროპორციული საარჩევნო სისტემის მიღწევა

იაგო ხვიჩიას თქმით, ახლა მთავარი ამბავი არის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა და ამ წესით არჩევნების ჩატარება.

დიდი ალბათობით 2020 წელს ივანიშვილის მთავრობა დამთავრდება (არჩევნები რომც იყიდონ, წასვლა მაინც მოუწევთ). 

პროპორციული არჩევნები ამ ხელისუფლების დასამთავრებლად კი არ გვჭირდება, ესენი ჩათვალეთ დამთავრებულია.
პროპორციული არჩევნები გვჭირდება იმისთვის, რომ რევანშისტების ნაცვლად აზრიან ადამიანებს მიეცეთ შანსი ხელისუფლების ჩანაცვლების და ხელისუფლების გადაბარება უმტკივნეულოდ და შურისძიების გარეშე გავიაროთ.

ასეთი არჩევნებია შანსი იმისა, რომ ტემპერატურამ დაიწიოს და ყველა პოლიტიკურმა სუბიექტმა დაინახოს თავისი შანსი, საპარლამენტო ბრძოლაში.

ყველა დათანხმდეს თამაშის სამართლიან წესებს, სადაც შენი მანდატების ოდენობა, თანაბარია შენს მიერ არჩევნებზე მიღებული ხმებისა.

წერს იაგო ხვიჩია.


კომენტარები