22 ივნ 2019
22 Views
მართლმსაჯულება

ნონა ქურდოვანიძე: გუშინდელი დღე მართლმსაჯულების სისტემის სრული ჩავარდნა იყო

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) იურისტი, ნონა ქურდოვანიძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე "გავრილოვის ღამეს" დაკავებული ადამიანების სასამართლო პროცესს ეხმაურება და ამბობს, რომ მოსამართლეები შემთხვევებს არ განიხილავენ ინდივიდუალურად, არ აინტერესებთ საქმის დეტალები, არ ცდილობენ გაარკვიონ, რა მოხდა სინამდვილეში და მხოლოდ პოლიციელებს [ჩვენება] უჯერებენ. მისი თქმით, მოსამართლეები არ აკმაყოფილებენ ადვოკატების შუამდგომლობებს.

ქურდოვანიძე აღნიშნავს, ამ სიტუაციაში სრულიად პროგნოზირებადი იყო, რომ სასამართლო ნებისმიერ საქმეზე ადმინისტრაციულ პატიმრობას გამოიყენებდა.

დაახლოებით 4-5 საათისთვის სასამართლომ კოლექტიურად სხვაგვარად მოქცევა გადაწყვიტა, დაიწყო პატიმრობის ნაცვლად ჯარიმების, შენიშვნების გამოყენება, მანამდე თუ ადვოკატებს პროცესის მოსამზადებლად მხოლოდ 1-2 საათს აძლევდა, შემდეგ სხდომების რამდენიმე დღით ან კვირით გადადებით კმაყოფილდებოდა.

აღნიშნული საქმეები განიხილება 1984 წელს მიღებული "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით".

ვისაც შეხსენება გჭირდებათ, გაგახსენებთ, რომ ეს საქმეები საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ 1984 წელს მიღებული "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის" გამოყენებით განიხილებოდა. საპოლიციო სისტემა ამ კოდექსზე დგას, სხვანაირად მუშაობა არ შეუძლიათ. 



კომენტარები