ადგილობრივი თვითმართველობის შედეგების შემოტანა გამარჯვებულისა და დამარცხებულის დასადგენად, არის ძალიან კარგი მიგნება - იაგო ხვიჩია

პარტია „გირჩის“ თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ, რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა, რომ ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები შესაძლოა იქცეს ერთგვარ პლებისციტად, რომელშიც თუ ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა, რომ ისევ ხელისუფლებას დაუჭიროს მხარი და მათ გაამარჯვებინოს, ოპოზიციის პრეტენზიები არჩევნების არსებითად გაყალბებასთან დაკავშირებით შენელდება, ხოლო ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, ხელისუფლების არგუმენტებს დააკლდება ლეგიტიმურობა, რომ საპარლამენტო არჩევნებზე ყველაფერი რიგზე იყო:

მე მჯერა, რომ ეს არჩევნები ისე გაყალბდა, რომ გამარჯვებული და წაგებული შეიცვალა, მაგრამ ჩვენც გვჭირდება მეტი მტკიცებულება ამის დასადგენად და ხელისუფლებასაც, ამიტომ ადგილობრივი თვითმართველობის შედეგების შემოტანა გამარჯვებულისა და დამარცხებულის დასადგენად, არის ძალიან კარგი მიგნება, რის გამოც მადლობას ვუხდი ფასილიტატორებს.

                                                                                                                                                       - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მისივე თქმით, შეთანხმება უნდა შედგებოდეს ოთხი ნაწილისგან, რომელშიც პირველი ნაწილი ეხება პოლიტპატიმრებს, რომელის დაკმაყოფილების გარეშეც მოლაპარაკება ვერ შედგება, მეორე საკითხი ეხება განახლებულ საარჩევნო კოდექსს, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ არჩევნებს ნდობა დაუბრუნდეს, მესამე ნაწილი კი მოიცავს სრულად პროპორციულ არჩევნებს ბუნებრივი ბარიერით, რომელიც ხელისუფლებისთვის უხეიროდ ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების გამოსწორების ერთ-ერთი გზა შესაძლოა იყოს, რადგან ეს არის უდაოდ წინ გადადგმული ნაბიჯი ქვეყნისთვის. რაც შეეხება მეოთხე ნაწილს, სადაც გაჭედილი იყო მოლაპარაკებების პროცესი, ეხებოდა ვადამდელ არჩევნებსა და პლებისციტს, რომელიც იაგო ხვიჩიას აზრით შესაძლებელია შეცვალოს ადგილობრივმა თვითმართველობის არჩევნებმა.



კომენტარები