სიახლეები

ოკუპაციური მირონი პარლამენტის ტრიბუნიდან

წარმოიდგინეთ, პუტინი რომ იყოთ და ამ პროცესს აკვირდებოდეთ, რაც დღეს თბილისში ხდება.

ოკუპანტის ხატი, ოკუპირებულმა ქვეყანამ, სასულიერო პირთა ლოცვა კურთხევით, საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლეს სავარძელში დაასვენა.

ხატს როგორც კი ოკუპაციური მირონი გადმოსდინდა ბაგეთაგან, ოკუპირებულები მიხვდნენ, რაც მოხდა და ხატი სასწრაფოდ სხვაგან გადაასვენეს..

მანამდე ერთმა კაცმა ხატი წაჰბილწა კიდეც წყლის შეპკურებით (მადლობა მას).

შეგახსენებთ, პუტინის თვალით ვუყურებთ იმას, რაც მოჰყვა შენი ხატის ჯდომას ოკუპირებული ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს თავში.

სცენარი ერთი:
ხალხის ნაწილი გამოვიდა, გააპროტესტა, იქაურმა მთავრობამ ბოდიში მოიხადა, მაგრამ მეტი არაფერი - გამოვიდა, რომ ხატი შემთხვევით მოხვდა იქ სადაც მოხვდა.
ცოტა ხანში ხალხმაც დაიკიდა და დაიშალნენ.

და მეორე ვარიანტი:
დისპოზიცია იგივეა, მაგრამ ხალხი კი არ იშლება, ემატება და შეიძლება ზუსტად არ იციან, რას ითხოვენ, მაგრამ ხვდები, რომ, აი ოკუპანტის ხატის ეშინიათ, ეზიზღებათ და თან ისე ეზიზღებათ, არაფერი წმინდის არ სჯერათ, როგორც კი ეხებიან. ფაქტს ხედავ, მაგათ თუ თოფით არ დაიპყრობ, არაფერი ეშველებათ.
მხოლოდ თოფით უნდა შეხვიდე, რელიგიაც კი არ მუშაობს.

რადგან გყავდა შენი ხალხი და მათ ლოცვა კურთხევა არ დაუკლიათ, რომ ხატთან ერთად მოლოცვის ცერემონიას კარგად ჩაევლო.

მეორე სცენარში ვერ ჩაიარა.

მეორე სცენარი მაგრა ტეხავს, როცა პუტინის თვალით იყურები.

ამიტომ მივდივარ მე დღეს ჯერ საპატრიარქოსთან 6-ზე და მერე პარლამენტთან შვიდზე.
მინდა, რომ ამიხსნან თავიანთი საქციელი და მანახონ როგორ აგებენ პასუხს მიუტევებელ შეცდომებზე.
თუ ეს შეცდომაა, რასაკვირველია.

თქვენც გელოდებით.
 

წერს იაგო ხვიჩია თავის ფეისბუქის გვერდზე. 

კომენტარები