სიახლეები

181 Views
პოლიტიკა

ზაქარია ქუცნაშვილი საზოგადოებას ბოდიშს უხდის

მე ვგრძნობ საზოგადოების დამოკიდებულებას და სამართლიან მღელვარებას იმის თაობაზე, რომ საქართველოს პარლამენტში სხდომა რუსმა დეპუტატმა წაიყვანა და ამის გამო მათ ბოდიშს ვუხდი

ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა მას შემდეგ განაცხადა, რაც ოპოზიციონერმა პარლამენტარებმა რუს დეპუტატს სერგეი გავრილოვს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავების საშუალება არ მისცეს და პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციაც გაიმართა.

ქუცნაშვილის განცხადებით, ჯობდა, მას საერთაშორისო სამდივნოში მუშაობისას, უფრო მეტი მოენდომებინა.

შეგახსენებთ, რომ სერგეი გავრილოვი საქართველოში პარლამენტთაშორისი მართლმადიდებლური ასამბლეის ფარგლებში იმყოფება.

მის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავების ფაქტის გამო, საპროტესტო აქცია პარლამენტთან 19:00 საათზეა ჩანიშნული. აქციის მთავარი მოთხოვნა პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადადგომა იქნება.

მანამდე კი, 18:00 საათზე, „გირჩი“ აქციას საქართველოს საპატრიარქოსთან გამართავს - ზურა ჯაფარიძის განცხადებით, კარგია, რომ ირაკლი კობახიძესა და ზაქარია ქუცნაშვილს საზოგადოება პოლიტიკურ პასუხისმგებლობას სთხოვსთუმცა გასათვალისწინებელია, რომ პარლამენტთაშორისი მართლმადიდებლური ასამბლეის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი საქართველოს საპატრიარქოა.

კომენტარები