სიახლეები

31 Views
პოლიტიკა

დეპუტატები კობახიძის შესაძლო გადადგომაზე

დატოვებს თუ არა ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარის პოსტს? - გავრცელებული ინფორმაცია "ქართული ოცნების" წევრებთან გადავამოწმეთ. 

მას შემდეგ, რაც დეპუტატებმა მამუკა მდინარაძემ და დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტის შეკითხვა მოისმინეს, განაცხადეს, რომ საკითხზე სერიოზულ კომენტარს ვერ გააკეთებდნენ და ამის დროც არ ჰქონდათ. 

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი კობახიძემ ბაქოში ვიზიტი შეწყვიტა და რამდენიმე საათში თანამდებობის დატოვებას აპირებს.

კობახიძის გადადგომა დღეს გირჩის ერთ-ერთმა ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ მას შემდეგ მოითხოვა, რაც საქართველოს პარლამენტის დარბაზში თავმჯდომარის სავარძელი რუსმა დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა დაიკავა. ამ ფაქტს საკანონმდებლო ორგანოსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ხმაურიც მოყვა. კობახიძის გადადგომას ამ წუთებში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და თავად მმართველი პარტიის რამდენიმე წევრიც ითხოვს.

გავრილოვი საქართველოში მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის ფარგლებში "ქართული ოცნებისა" და საქართველოს საპატრიარქოს მოწვევით იმყოფება. 

კომენტარები