სიახლეები

125 Views
ეკონომიკა

ფეისბუქმა საკუთარი კრიპტოვალუტა ოფიციალურად დააანონსა

კრიპტოსავალუტო ბაზარზე ფეისბუქის ახალი პროექტი Libra გამოჩნდა. კომპანიის განცხადებით ახალი კრიპტოვალუტა სპეციალურ ბლოკჩეინ სისტემასთან ერთად 2020 წლიდან გაეშვება.

ფეისბუქის თქმით, ლიბრა არა ბიტკოინის მსგავსი, სარისკო კრიპტოვალუტა, არამედ სხვადასხვა აქტივით გამყარებული ციფრული ფული იქნება. საბოლოოდ, ლიბრას მეშვეობით გადახდების განხორციელებას ინტერნეტსა და რეალურ ცხოვრებაშიც შეძლებთ. კომპანია ფიქრობს, რომ თავდაპირველად Libra-ს ძირითადად იმ ქვეყნებში გამოიყენებენ, სადაც ტრადიციული ბანკები გაუმართავია.

ფეისბუქმა კრიპტოვალუტის სამართავად 27 პარტნიორ კომპანიასთან ერთად არაკომერციული ასოციაცია ჩამოაყალიბა, რომელშიც Coinbase, MasterCard, Visa, eBay, PayPal, Spotify, Uber, Lyft, Vodafone და სხვები შედიან.

კომენტარები