სიახლეები

186 Views
ციტატები

საბო: ადამიანის უფლებები უმრავლესობით არ წყდება

გუშინდელ TV იმედი-ს ინტერაქტივზე.

“უნდა ჩატარდეს თუ არა თბილისი პრაიდი?”

შემოსული ზარების 97% ამბობდა რომ არა. 
და შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ეს რიცხვი რაიმე მნიშვნელობის შემცველია, რამეს უნდა უწყვეტდეს ლგბტ ადამიანებს, რაიმე ღირებულება აქვს.

არ აქვს.

და რატომ.

გუშინ იმედის ინტერაქტივში რომ ეკითხათ, “უნდა მოვკლათ თუ არა X პიროვნება”, ხო მნიშვნელობა არ ექნებოდა, რამდენი ადამიანი დარეკავდა და იტყოდა, რომ დიახ, X პიროვნება მოვკლათ? 
ხომ არ შეიძლება, ადამიანის სიცოცხლის საკითხს იმით ვწყვეტდეთ, რამდენ მის თანამოქალაქეს უნდა მისი სიკვდილი? 
ზუსტად ასევე, არ შეიძლება უმრავლესობის წესით გადავუწყვიტოთ თუნდაც 1 ადამიანს, არ ისარგებლოს იმ უფლებით, რითაც ჩვენ ყველანი ვსარგებლობთ და რაც თავისუფალი და განვითარებული საზოგადოების, ადამიანის თავისუფლების აუცილებელი კომპონენტია. 

3 699 999 ადამიანს რომ უნდოდეს 1 ადამიანის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, 3 699 999 მტყუანი იქნებოდა.

უმრავლესობის ძალადობასა და თითოეული ადამიანის მნიშვნელობაზე წერს გირჩის ერთ-ერთი ლიდერი ჰერმან საბო, პირად "ფეისბუქის" გვერდზე. 

კომენტარები