სიახლეები

76 Views
პოლიტიკა

სიგარეტის ფორმის სათამაშოს და ტკბილეულის გაყიდვა ირკძალება

საქართველოს პარლამენტის წევრები დაჩქარებული წესით ითხოვენ:

ისეთი სათამაშოს, ტკბილეულის ან სხვა ნაწარმის გაყიდვის ან დარიგების აკრძალვას, რომელიც არ არის თამბაქოს ნაწარმი , მაგრამ თამბაქოს ნაწარმის ილუსტრაცია, სიმულაცია ან იმიტაციაა.

მარტივად რომ ვთქვათ, საქართველოს პარლამენტი კრძალავს სიგარეტის ფორმის ნამცხვრით ან სხვა ტკბილეულით ვაჭრობას

კანონპროექტი, სხვა უამრავ საჭირბოროტო საკითხთან ერთად, ასევე შეეხება თამბაქოს ნაწარმის დაფასოებას, კერძოდ 50 ან 100 გრამიანის გარდა სხვა მოცულობის პირველადი შეფუთვა დაჯარიმდება 2000 ლარით.

აღნიშნული ცვლილებები შედის თამბაქოს კონტროლის შესახებ საქართველოს კანონში და მისი ინიციატორები არიან : ირაკლი (დაჩი) ბერაია; დავით სონღულაშვილი; სულხან მახათაძე; ირაკლი მეზურნიშვილი; გურამ მაჭარაშვილი

როგორც კანონპროექტის ავტორები განმარტავენ, კანონის მიღების შემდეგ  ადამიანები აღარ დაჯარიმდებიან იმ აქტივობისათვის, რაც კანონით არაა აკრძალული.

 

 

 

კომენტარები