სიახლეები

244 Views
ეკონომიკა

სერგი გვარჯალაძე: ღამის ეკონომიკის სტრატეგია ჯერჯერობით შემუშავებული არაა

თბილისის მერიის ღამის ეკონომიკის მიმართულების ხელმძღვანელმა სერგი გვარჯალაძემ, ერთწლიანი საქმიანობის შედეგები შეაჯამა.

ვფიქრობ, მიღწევა არის ხმაურთან მიმართებაში. მიუხედავად იმისა, რომ მდგომარეობა არც ისე სახარბიელოა ხმაურთან მიმართებაში, ჩვენ შევძელით და დაზარალებულები, რესტორნების და ბიზნესების წარმომადგენლები ერთმანეთს შევახვედრეთ.

გვარჯალაძის განცხადებით, დარეგულირდება არა მხოლოდ ხმაურის დონე, არამედ ის, უნდა იყოს თუ არა გარე ტერასაზე გამოტანილი მუსიკა, ვის აქვს უფლება ცოცხალი მუსიკა ჰქონდეს ტერასაზე და როდის უნდა მოხდეს ეს.

 ზოგ შემთხვევაში უბრალოდ კარის მიხურვაა საჭირო, მეტი არაფერი. ასევე მუსიკის ოდნავ დაწევაც კი საკმარისი იქნება, რომ ასეთი ხმაური და ქაოტური სიტუაცია არ შეიქმნას

როგორც ღამის ეკონომიკის ხელმძღვანელი ამბობს დღეს, ყველას შეუძლია ღია ცის ქვეშ კონცერტი ჩაატაროს და თუ არავინ უჩივლა, ამ კონცერტს ბოლომდე მიიყვანენ.

თბილისის ღამის ეკონომიკას უნდა ჰქონოდა თავისი სტრატეგია, რომელიც ჯერჯერობით შემუშავებული არ არის, სერგი გვარჯალაძე ამბობს, რომ ამ ტიპის სტრატეგია პროფესიონალი კომპანიის მიერ არის დასაგეგმი, რომელიც გამოცხადებული ტენდერის მიუხედავად , ჯერ ვერ შეარჩიეს და კვლავ გრძელდება ძიების პროცესი.

კომენტარები