სიახლეები

48 Views

ჯანდაცვის ახალი მინისტრი ძველის რეკომენდაციით შეირჩა

მე ვთხოვე პრემიერს, რომ განგვეხილა ასეთი ცვლილებები, რათა უკეთესი შედეგი მიგვეღო. მე გავუწიე რეკომენდაცია ქალბატონ ეკას [ტიკარაძეს], რადგან 10 წელზე მეტია თანამშრომლობის გამოცდილება გვაქვს, ძირითადად ჯანდაცვის მენეჯმენტის სფეროში. მე მჯერა, ეს არ არის ერთჯერადი შეხედულება, ანალიზზე დაფუძნებულად მჯერა, რომ ასე უკეთესად განვითარდება რეფორმები.

დავით სერგეენკომ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ მისი ინიციატივა იყო პოსტის დატოვება.

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, ბრიფინგზე, მადლობა გადაუხადა დავით სერგეენკოს, ჯანდაცვის მიმართულებით განხორციელებული მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის.

ჯანდაცვის სფერო და ის რეფორმები, რომელიც გაატარა ჩვენმა გუნდმა 2012 წლიდან, არის ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყო და ყველაზე მნიშვნელოვანი. ქართული ოცნების უმთავრესი ცვლილება,გახლდათ ის , რომ მთავრობის ნებისმიერი ინიციატივა, მორგებულია ადამიანზე.

დავით სერგეენკო ჯანდაცვის მინისტრის პოსტს 2012 წლის ოქტომბრიდან იკავებდა, მინისტრობამდე ის საჩხერის საავადმყოფოს გენერალური დირექტორი იყო, ჯანდაცვის ახალი მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ასევე ამ საავადმყოფოს დირექტორი გახლდათ.

კომენტარები