სიახლეები

108 Views
პოლიტიკა

ხვიჩია: საქართველოში ხალხი აღეგზნება ადამიანების დაჭერაზე

ყოველდღიურ გადაცემაში „გირჩის აზრით“ იაგო ხვიჩიამ „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებულ მოვლენებზე ისაუბრა.

იაგოს თქმით, ამ ბოლო პერიოდის ამბებმა გვაჩვენა, რომ საქართველოში ხალხი აღეგზნება ადამიანების დაჭერაზე. როგორც მან აღნიშნა, ფაშისტები ითხოვენ გეების დაჭერას ან მათ შეზღუდვას, ანუ მათი თავისუფლება არცერთ შემთხვევაში არ მოსწონთ. მეორე მხრივ, კი ლიბერალები თავდაპირველად ითხოვდნენ ეგზჰიბიციონისტის დაჭერას, რომელიც ადამიანებს პენისს აჩვენებდა, შემდგომ კი ლევან ვასაძის დაჭერას და ეს მოთხოვნა იყო სრულიად უკონტექსტო, რადგან ნორმალური ადამიანებისთვის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფუძველი შეიძლება იყოს მხოლოდ რეალური და მყისიერი საფრთხე, რომელიც ამ შემთხვევაში არ ჩანს.

რეალურად კი, ორივე მხარე მორალური არგუმენტების საფუძველზე ითხოვს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ეს ე.წ. ფაშისტური ჯგუფები თვითონ აღასრულებენ, რაც სამართლიანად მიაჩნიათ, ხოლო ლიბერალური ჯგუფები ძალადობას ითხოვენ პოლიციისგან. თუმცა ორივე მათგანი ითხოვს ძალადობას, რადგან რეალურად არცერთი მათგანი აღიარებს გამოხატვის თავისუფლების იმ ფარგლებს, რომელსაც მყისიერი და რეალური საფრთხე ქვია.

ხვიჩიას მიაჩნია, რომ ასეთ სიტუაციებში რთულია, საზოგადოებას აუხსნა, თუ რა არის სწორი და მხოლოდ ის ხალხია ნორმალური, ვინც ასეთი ქმედების წინააღმდეგ საბრძოლველად ძალადობას არ იყენებს.

„თუ ჩვენ იმ ლოგიკას გავყვებით, რომ პენისის ჩვენება არის სისხლის სამართლის დანაშაული ან ნებისმიერი ტიპის დარღვევა მორალისტური არგუმენტით, მაშინ ვიღაც რომ ამბობს, ქაშუეთის წინ ტყავის ბიკინებით ნუ დადიხარო, ესეც მორალისტური დარღვევაა და მათ შორის განსხვავება არ არის - ერთი შენ არ მოგწონს, მეორე - იმას. პირადად მე, იაგო ხვიჩიას, არცერთი არ მომწონს, მაგრამ ორივე მოსულა კანონმდებლობის თვალსაზრისით“,- ამბობს იაგო ხვიჩია 

კომენტარები