სიახლეები

ვასაძესა და მის კომბლეებზე

კანონით დასჯადი უნდა იყოს მხოლოდ ორი რამ:

1. ძალადობა (ფიზიკური. ყველა სხვანაირი ძალადობაკანონისთვის არაადმინისტრიდებადი და სუბიექტურია, ამიტომ კანონი ამ სივრცეში არ უნდა შედიოდეს);

2. მყისიერი და განჭვრეტადი საფრთხის შექმნა.

ვასაძესა და კომბლეებს ფიზიკურად არავისზე უძალადიათ, ანუ ამ პუნქტით ჯერ სუფთები არიან.

რაც შეეხება მყისიერი და განჭვრეტადი საფრთხის შექმნას.

ვასაძის დაანონსებული აქტივობის დეტალები ასეთია: ქუჩაში ივლიან თეთრხილაბანდწაკრული, კომბლიანი კაცები, რომლებსაც რამდენიმე ზედმეტი ქამარი აქვთ შემორტყმული, რათა თუ უცებ ვინმე გეის გადაეყრებიან, რაღაცნაირად ამოიცნონ, გაკოჭონ და ადგილიდან გაიყვანონ, ხოლო თუ ამას პოლიცია შეუშლის ხელს - კომბალს ჩასცხობენ.

პლუს ამას, კორდონის გარღვევის ტექნიკებს ვხვეწთო - რომაულ კუს ამუღამებენ ალბათ.

ანუ სიტუაცია აღწერისას იმდენად სასაცილოა, რომ მიჭირს მისგან მომავალ მყისიერ საფრთხეზე სერიოზულად ფიქრი. იმისდა მიუხედავადაც კი, რომ რაღაც ხელმოწერების პროცესის ფოტოც გავრცელდა -  მეორე დღეს ქალაქში კომბლიანი და ზეწარწაკრული ხალხი არსად შეგვიმჩნევია (correct me if Im wrong).

შსს-ს რეაგირებაზე - იმის გათვალისწინებით, რომ ვასაძე და მისი ლეგიონი რუსული სპეცსამსახურების პროექტი მგონია და რუს სპეცებს სულელებად არ მივიჩნევ, გამოსარიცხია იმის მინიმალური შანსიც, რომ ამ შაპიტო განცხადებებისა და თავის მოგიჟიანების მიღმა ვასაძის ლეგიონი რაიმე რეალურად ქმედითს აკეთებდეს.

მარტო ამ რისკის გამოსარიცხად დავუჭერდი გამოძიებას მხარს და არა იმისთვის, რაც ზედაპირზე მოხდა.

თუმცა რუსული მეთოდებით მომუშავე შსს-ს მინისტრის იმედად ყოფნა - აბა ნახე, რუსი სპეცები ვასაძის ხელით მართლა რამეს ხომ არ ამზადებენო - სასაცილოდ სატირალია.

თუ მსგავსი იატაკქვეშა რისკები არ არსებობს, მაშინ ვასაძის გუშინდელი გამოსვლა გრძელვადიანად ძალიან კარგია: კაბინეტიდან ფსევდოაკადემიური ენით მოსაუბრე ენტელეგენტე-ს იმიჯიდან ჩვეულებრივი ფუჩეჩი, ფუჩეჩი, ფუჩეჩი ტიპად გადაიქცა. 35 გრადუს სიცხეში კომბლით, თოვლივით სპეტაკი ჩოხითა და ტყაპუჭებით ზის ქალაქის ცენტრში, მკლავზე ქამარი აქვს დახვეული უცაბედად შემოფეთებული  გეის გასაკოჭად:D მხოლოდ მზის სინათლეზე  და საჯაროობისას გამოჩნდება, ვინ რას წარმოადგენს. ღარ უნდა მივცეთ საშუალება, საჯაროობას გაექცეს და დაიმალოს.

უ იატაკქვეშა რისკები არ არსებობს, ვასაძისთვის იდეალური სცენარი იქნება, პოლიციამ გუშინდელი განცხადებების გამო ახლა მოკიდოს ხელი - ეგრევე წამებული ლიდერი იჩითება და მისი პერსონა და მთელი ეს ამბავი სერიოზულობას იძენს.

ველაზე ცუდი სცენარი კი მისთვის ისაა, რაც წარმატებით გამოგვდის ორი დღეა - დაცინვ. მილიონერ, წარმატებულ, რაინდ ინტელექტუალს ყველაზე მეტად მაგის ეშინია.
ოდა, დავცინოთ რა.
რაა დასაცინი?!

რთდერთი საფრთხე, რაც ვასაძის გუშინდელმა განცხადებამ შეიძლება ირიბად გამოიწვიოს ალბათ შემდეგი: - ის ურაპატრიოტები,  ვინც გეი ადამიანების მიმართ აქამდე ღია აგრესიით არ გამოირჩეოდნენ, შეიძლება ამ საყოველთაო აჟიტირების ფონზე მეტად წავიდნენ ფიზიკურ ძალადობაზე, მაგრამ ასეთი ირიბი ბმები ძალიან ბევრ თემაში და ძალიან ბევრ სიტუაციაში შეგვიძლია დავინახოთ, თუ მოვინდომებთ და თან, ამ რისკის დაზღვევა პოლიციის მობილიზებით, მოძალადეების კანონის სრული სიმკაცრით დასჯით და მყისიერი საფრთხისგან პატიოსანი ადამიანებისთვის თავდაცვის შესაძლებლობის შეთავაზებით მგონია უფრო ქმედითი და არა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვით, თუნდაც ამ თავისუფლებით ავენტიდური ტრიადის თეთრჩოხოსანი კომბლე სარგებლობდეს.

ავტორი: ჰერმან საბო

ფოტო: on.ge

ჩოხა: სამოსელი პირველი

კომბალი: ძეწნა

კომენტარები