სიახლეები

კრიზისის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია მოლაპარაკებების მაგიდასთან საუბარი, რადგან ქართული ოცნება განსხავავებულ აზრს ამ მაგიდის გარდა, არსად არ ისმენს - ვახო მეგრელიშვილი

გირჩის ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახო მეგრელიშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში ქვეყანაში შექმნილ მძიმე პოლიტიკურ კრიზისზე და ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებზე ისაუბრა. 

მისი თქმით, ფასილიტატორების მთავარი მოწოდებაა, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან შესაძლებელი გახდეს პრობლემების გადაწყვეტა და ყველას კარგად ესმის (მათ შორის ფასილიტატორებსაც), რომ ამდენი ხნის განმავლობაში ქართული ოცნების მხრიდან არ გაჟღერებულა არანაირი სახის წინადადება, რომელის განხილვაც შესაძლებელი იქნებოდა. მისივე თქმით, ხელისუფლებას არ აქვს გააზრებული თუ რეალურად რა მდგომარეობაშია ამჟამად ქვეყანა. 

მე ფაქტობრივად არვიცი ამ სიტუაციიდან გამოსავალი ვიდრე ქართული ოცნებისგან არ გადაიდგმება შესაბამისი ნაბიჯი იმიტომ, რომ ბურთი დიდი ხანია მათ მოედანზეა და ჩვენ ყველანი ველოდებით რა წინადადებით მოვა ქართული ოცნება მოლაპარაკებების მაგიდასთან.

ეს ერთადერთი გამოსავალია რომ ქვეყანა გამოვიდეს იმ კრიზისიდან, რომელშიც თავად ჩავიგდეთ თავი და იმისათვის, რომ ეს კრიზისი თავიდან ავიცილოთ აუცილებელია მოლაპარაკებების მაგიდასთან საუბარი, რადგან ქართული ოცნება განსხავავებულ აზრს ამ მაგიდის გარდა, არსად არ ისმენს.

                                                                                                                                                 - განაცხადა მეგრელიშვილმა.

რაც შეეხება ფასილიტატორების მოწოდებას, რომ ოპოზიციამ ბრძოლა ინსტიტუტების დახმარებით უნდა გააგრძელოს, მეგრელიშვილი აცხადებს, რომ იმ პირობებში სადაც ყველა მთავარი ინსტიტუტი პირდაპირ სახელმწიფოს დაქვემდებარების ქვეშაა, ეს შეუძლებელია, მით უმეტეს როდესაც 50-ზე მეტი პარტიიდან მხოლოდ ერთი პარტიაა არჩევნების შედეგებით კმაყოფილი. "რეალურად კი ფასილიტატორებმაც კარგად იციან, რომ ინსტიტუტების მშენებლობის მხრივ ქვეყანაში სერიოზული პრობლემაა".

                                                                                                                                                         ავტორი: პოლინა აბზიანიძე

 

კომენტარები