სიახლეები

75 Views
პოლიტიკა

ჯაფარიძე ვასაძეზე: კლოუნის დაჭერა გამოსავალი არ არის

ყოველდღიურ გადაცემაში „გირჩის აზრით“, ზურაბ ჯაფარიძემ ლევან ვასაძისა და "თბილისი პრაიდის" ირგვლივ შექმნილ ამბებზე ისაუბრა.

მისი აზრით, ვასაძისთვის დაჭერა გამოსავალია, რადგან კლოუნიდან, რომელიც 30 გრადუს სიცხეში ჩოხა-ახალუხში გამოეწყო, ვერის ბაღში "აზიაცკებით" მივიდა, ხელში ხის ჯვრით და ხალხს ქამრების შეხსნაზე, ვიღაცეების გაკოჭვაზე, კომბლებით პოლიციის მოგერიებასა და მსგავს თემებზე ელაპარაკებოდა, გმირად გადააქცევენ.

ჯაფარიძეს არ სჯერა, რომ ამ ადამიანებს მსგავსი ბატალიონის დაორგანიზების უნარი შესწევთ, რადგან, მისი აზრით, ისინი მხოლოდ სუფრაზე მოქეიფე ხალხი და რეალურად, არაფრის გამკეთებლები არიან.

გირჩის ერთ-ერთ ლიდერს შექმნილი სიტუაციიდან გამოსავლად, ამ ადამიანების ისეთივე კლოუნებად დატოვება მიაჩნია, როგორებიც არიან და უფრო მეტიც, თუ რამე იმიჯი ჯერ კიდევ აქვთ, ისიც გურამ ფალავანდიშვილის იმიჯის დონემდე უნდა დავიდეს.

თუმცა როგორც ჯაფარიძე ამბობს, ეს  არ ნიშნავს, რომ სახელმწიფო რეაგირება არ უნდა იყოს. პოლიციამ თუ დაინახა, რომ თეთრსამაჯურიანი ადამიანები ქუჩაში მართლა ვინმეს კოჭავენ, ისინი თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით უნდა დაიჭირონ და ციხეში გაუშვან. თუმცა ვასაძის ციხეში გაშვება, გუშინდელი მასკარადის გამო, მისი მოსაზრებით, მხოლოდ სიბეცეა. 

კომენტარები