სიახლეები

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან ოპოზიციის შეხვედრა დასრულდა

ცოტა ხნის წინ დასრულდა ოპოზიციის შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს თანაშემწე ფილიპ რიკერთან.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ გირჩის ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ განაცხადა, ოპოზიციამ შეხვედრაზე ფილიპ რიკერს არჩევნების საკუთარი შეფასებები, ხედვები და გეგმები გააცნo.  მისივე თქმით, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მხრიდან პირდაპირი მოწოდება პარლამენტში შესვლის შესახებ არ ყოფილა.

მისი მხრიდან შემოთავაზებული იყო ის, რომ ხომ არ ჯობია, ინსტიტუტების გამოყენებით სცადოთ ბრძოლის გაგრძელება, რაზეც ჩვენ ავუხსენით, რომ ამ ქვეყანაში ინსტიტუტები არ არსებობს, შესაბამისად, ის, რაც შეიძლება მუშაობდეს განვითარებულ ქვეყანაში, მაგალითად სასამართლო, ან საარჩევნო კომისია, საქართველოში უბრალოდ არ არსებობს და ინსტიტუტების გამოყენებით ბრძოლა უშინაარსოა. თავს ხომ არ მოვიტყუებთ?

                                                                                                                                                               - განაცხადა ჯაფარიძემ. 

მან ასევე აღნიშნა, რომ შეხვედრაზე ოპოზიციას და ხელისუფებას შორის გამართული მოლაპარაკებების მეორე რაუნდსაც შეეხნენ, გააცნეს ვითარება და ის, რომ ამ ეტაპზე ოპოზიცია მესამე რაუნდის მოლოდინშია, სადაც ხელისუფლების მოედანზეა ბურთი. 

ჯაფარიძის თქმით, ოპოზიცია ამ შეხვედრაზეც ისევე, როგორც წინა მოლაპარაკებების დროს იყო, ერთიანი და ამ რეალობაში არცერთი პარტია პარლამენტში შესვლას არ აპირებს. 

გამოსავალი შეიძლება იყო მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური შეთანხმება, რომელიც შეიძლება მიღწეულ იქნას იმ მოლაპარაკებების მაგიდაზე, რომელსაც ამერიკის და ევროკავშირის ელჩები მოდერაციას უკეთებენ. სხვა გამოსავალ მე ვერ ვხედავ. 

                                                                                                                                                              - მიიჩნევს გირჩის ლიდერი.

                                                                                                                                                                       ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები