სიახლეები

221 Views
პოლიტიკა

ქორეპისკოპოსი იაკობი: გადავკეტავთ ქუჩებს და ხალხის ძალას ნახავს ყველა

ქორეპისკოპოსმა იაკობ იაკობაშვილმა, "თბილისი პრაიდთან" დაკავშირებულ მოვლენებზე, TV პირველთან საუბრისას განაცხადა, რომ ლგბტ აქტივისტებს აქციის ჩატარების უფლებას არ მისცემენ.

კვირას ალბათ ბევრ ქუჩას გადავკეტავთ და ხალხის ძალას ნახავს ყველა. არ შეიძლება შანტაჟში ჰყავდეთ მთავრობა, სახლში არავინ უვარდებათ და როგორც უნდათ ისე იცხოვრონ, მაგრამ იცოდეს ყველამ, მაგის ჩატარებას არ დავუშვებთ...

ჟურნალისტის შეკითხვაზე, რა ტიპის აქტივობებს აპირებენ "თბილისი პრაიდის" წინააღმდეგ, ეპისკოპოსმა უპასუხა, რომ ამას ყველა ნახავს:

რასაც გავაკეთებ, ნახავს ერი, მე არ ვარ ხელწამოსაკრავი ადამიანი, გადაწყვეტილების მიმღები ადამიანი ვარ, მივიღებ გადაწყვეტილებას და გავაკეთებ, რაც გასაკეთებელია საქართველოსა და ქართველობისთვის.

კომენტარები