სიახლეები

ოპოზიციის და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა

რამდენიმე წუთის წინ ამერიკის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა.

შეხვედრა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის და ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცერის მედიაციით ჩატარდა. მოლაპარაკებები სამ სააათზე მეტ ხანს გრძელდებოდა.

მადლობა ამერიკისა და ევროკავშირის ელჩებს, რადგან სწორედ მათი ფასილიტაციით შედგა ეს შეხვედრა.

ამ შეხვედრაზე იყო კონკრეტულად პოზიციების გაცვლა. ოპოზიციურმა პარტიებმა მოვყევით ჩვენი ხედვა თუ, როგორ ვაფასებთ საპარლამენტო არჩევნებს და ჩვენი პოზიცია იყო ის, რაც არაერთხელ გვცაქვს საჯაროდ გაცხადებული. ხელისუფლებამ თავის მხრივ წარმოადგინა თავისი ხედვა არჩევნების ჩატარების შესახებ. 

ამ ეტაპზე ერთადერთი რაზეც შევთანხმდით არის ის, რომ კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება, რომლის დრო და ადგილი ამ ეტაპზე უცნობია.

ატმოსფერო არის ისეთი, რომ ჩვენ ყველანი ვთლით, რომ ქვეყანაში არის პოლიტიკური კრიზისი, რომელიც უნდა განიმუხტოს და რაღაც ტიპის პოლიტიკური შეთანხმება არის მისაღწევი. 

                                                                                                                                            - განაცხადა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ. 

                                                                                                                                                                      ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები