სიახლეები

ხვიჩია: სახეზე გვაქვს ეკლესიის და სახელმწიფოს ამორალური კოლაბორაცია ადამიანის თავისუფლების წინააღმდეგ

მთავრობა და ეკლესია არიან ინსტიტუტები, რომლებიც ყველაზე მეტად მტრობენ ადამიანის თავისუფლებას. ასე იყო ისტორიულად ყოველთვის. და ახლა მით უფრო ნაკლებ დასაჯერებელია, რომ ამას ადამიანების გაკეთილშობილების მოტივით აკეთებდენ. ჩვენ სახეზე გვაქვს ეკლესიისა და სახელმწიფოს ძალიან მიუღებელი და ამორალური კოლაბორაცია ადამიანის თავისუფლების წინააღმდეგ. თითქოს ჩვენზე ზრუნავენ და არ უნდათ, ჩვენს უბიწო ყურებს ცუდი სიტყვები შემოესმათ ტელეეკრანებიდან. დღეს, ინტერნეტისა და ინფორმაციის ეპოქაში, რაც სრული აბსურდია.

იაგო ხვიჩიამ კავკასიის ეთერში, მერაბ მეტრეველის გადაცემაში, ისაუბრა სიძულვილის ენის რეგულირების შესახებ. გირჩის ერთ-ერთმა ლიდერმა კომუნიკაციის მარეგულირებელი კომისიაც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ამ კომისიის არსებობა თანამედროვე ინფორმაციის ეპოქაში ჩვეულებრივი მავნებლობაა.

კომენტარები