სიახლეები

ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში რჩება

ცოტა ხნის წინ ევროპული საქართველოს ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრა დასრულდა. დღეს გამართული მოალაპარაკებების შემდეგ გირჩმა, ლელომ, ევროპულმა საქართველომ და სტრატეგია აღმაშენებელმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. 

განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი არ აპირებენ გაყალბებული არჩევნების აღიარებას, მეორე ტურებში მონაწილეობას და არალეგიტიმურ პარლამენტში შესვლას, ამიტომ პროტესტს მშვიდობიანი ფორმით გააგრძელებენ. 

მოთხოვნები ისევ უცვლელია:

1. არჩევნების ხელახლა ჩატარება

2. ცესკოს ადმინისტრაციის შეცვლა

3. პოლიტპატიმრების გათავისუფლება

საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ ასევე შსს-ს მოუწოდა არ დაუშვან პოლიციური ძალების ახლო კონტაქტი მომიტინგეებთან, რადგან მათი კომპეტენცია და გამოცდილება არაა საკმარისი ამ ტიპის ვითარების ეფექტურად და კანონის ფარგლებში სამართავად.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის საერთო შეთანხმებით შემდგომი საპროტესტო აქცია 14 ნოემბერს, 15:00 საათზე რუსთაველის გამზირზე გაიმართება, ხოლო 21 ნოემბერს, გაყალბებული არჩევნების მეორე ფიქტიური ტურების დროს, იგეგმება ცოცხალი ჯაჭვის რუსთაველიდან ვაკის პარკამდე ცოცხალი ჯაჭვით მშვიდობიანი საპროტესტო აქციის გამართვა. 

                                                                                                                                                                 ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები