სიახლეები

157 Views
ციტატები

რას არ დაუშვებს ლევან ვასაძე არც ტყეში და არც ტბაში

ჩვენ ვართ აქ იმისთვის, რომ არ დავუშვათ სიბილწისა და სიბინძურის საჯარო ზეიმი საქართველოში... არ დავუშვათ გარყვნილების არანაირი საჯარო დემონსტრაცია არასოდეს, არც ერთი ფორმით, არც მოედანზე, არც მთაში, არც სასტუმროში, არც კინოთეატრში, არც ტყეში, არც ტბაზე.

ეს განცხადება, რამდენიმე წუთის წინ, მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე ლევან ვასაძემ გააკეთა. იგი სწორედ იმ აქციას უერთდება, რომელიც "თბილისი პრაიდის" აქციის წინააღმდეგ მიმდინარეობს. ერთმანეთის პარალელურ 2 აქციას პოლიციის კორდონი ყოფს.

კომენტარები