14 ივნ 2019
51 Views
განათლება

ზურა ჯაფარიძე: მალე ახალი შენობიდან დავიწყებთ სკოლის აწყობას

ზურა ჯაფარიძემ გირჩის სკოლასთან დაკავშირებულ სიახლეებზე ისაუბრა ყოველდღიურ გადაცემაში "გირჩის აზრით". მისი თქმით, სკოლისთვის შენობა უკვე შერჩეულია და ის თავისი ლოკაციითა და შესაბამისი ინფრასტრუქტურით საუკეთესოა მათ შორის, რაც ნახეს, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ შენობის მეპატრონეს გარკვეული ძველი ვალდებულებები აქვს გასასტუმრებელი, ახლა სჭირდება თანხა და ამ თანხის მობილიზებისთვის გირჩს ბანკიდან სესხის აღება დასჭირდება:

ჩვენ თვითონ ვცდილობთ მობილიზებას, თუკი რამე აქტივები გაგვაჩნია, რომელიც შეიძლება ბანკმა უზრუნველყოფად გამოიყენოს, რათა ამ თანხის მობილიზება შევძლოთ, ბანკიდან ავიღოთ სესხი და მეპატრონის ვალდებულებების გასტუმრება შევძლოთ სწრაფად, რათა ამ შენობაზე გადაწყდეს, რომ ჩვენია, შევძლოთ გადასვლა და იქიდან დავიწყოთ სკოლის აწყობა.

როგორც ჯაფარიძემ თქვა, ორშაბათს მოლაპარაკება ექნებათ ერთ-ერთ ბანკთან, რის შემდეგაც ბევრი რამ გადაწყდება:

დიდი იმედი გვაქვს, რომ ისეთ კომბინაციაზე შევთანხმდებით, რომელიც ბანკისთვისაც მომგებიანი იქნება, ჩვენთვისაც და მეპატრონისთვისაც - ხელსაყრელი.

გირჩის ლიდერმა აღნიშნა, რომ თუ ეს საკითხები სწრაფად და დროულად გადაიჭრა, მომავალი კვირიდან უკვე შეძლებენ შენობის ჩვენებას მშობლებისა და დაინტერესებული პირებისთვის, თავისი ძალიან კარგი ინფრასტრუქტურით. მასწავლებლების არჩევის პროცესი, მათთან გასაუბრება და კურიკულუმების აწყობაც გაგრძელდება და ეს ყველაფერი წარიმართება ლაივ რეჟიმში.



კომენტარები