სიახლეები

ეგზიტპოლების პირველადი შედეგებით "გირჩს" 3% აქვს - ჯაფარას და სანდრო რაქვიაშვილის კომენტარები

ეგზიტპოლების პირველადი შედეგების მიხედვით, ქვეყნის მოსახლეობის 3% "გირჩს" უჭერს მხარს. 

რაც შეეხება დედაქალაქის მონაცემებს "Ipsos"-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით "გირჩი" მესამე ადგილზეა 8%-ით.

 

მგონია რომ შესაძლოა 3%-ზე ცოტა მეტიც იყოს, საბოლოო შედეგი რათქმაუნდა ხმების დათვლის შემდეგ გამოჩნდება. ყველაზე მნიშვნელოვან გამარჯვებად მიმაჩნია, რომ თბილისში მესამე პარტია ვართ, რაც ნიშნავს, რომ მომავალი ჩვენია. 

                                                                                                                                     - განაცხადა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.

არჩევნების პირველადი შედეგები ძალიან პოზიტიურია, მნიშვნელოვანია, რომ თბილისში მესამე პარტია ვართ. რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მომავალი არჩევნებისთვის ძალიან დიდი პოტენციალი გვაქვს და საბოლოო ჯამში იგივე შედეგები შეგვიძლია რეგიონებშიც გავიმეოროთ.

ზოგადად წინ საინტერესო საპარლამენტო ცხოვრება გველის იმიტომ, რომ როგორც ჩანს ოპოზიციას პარლამენტში უმრავლესობა ექნება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მომავალ კოალიციაში ის ადგილი დავიკავოთ, რომელიც ჩვენი იდეების რეალიზაციას ხელს შეუწყობს.

                                                                                                                                       - გვითხრა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

ყველას ძალიან დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის!

                                                                                                                                                                        ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები