სიახლეები

საქალაქო სასამართლომ "გირჩი ტივიზე" განთავსებული "დედით მაჰმუდის" ვიდეოს გამო, პარტია1600 ლარით დააჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლო აუდიტის სამსახურის სარჩელი დააკამყოფილა და პარტია 1600 ლარით დააჯარიმა.

აუდიტის სამსახურმა  28 ოქტომბერს "გირჩს" სასამართლოში უჩივლა. მიზეზი კი, "გირჩი ტივიზე" განთავსებული "დედით მაჰმუდის" ვიდეოა, რომელიც აუდიტის სამსახურმა უფასო პოლიტიკურ რეკლამად მიიჩნია და დათვალა, რომ რეკლამის საფასური 828 ლარს შეადგენდა, რისთვისაც ამ თანხის გაორმაგებული საურავის გადახდის მოთხოვნით, საქალაქო სასამართლოს მიმართა.

ეს ხდება ქვეყანაში, სადაც "გირჩს" არცერთი ფასიანი თუ უფასო პოლიტიკური რეკლამა, არცერთ ტელევიზიაში არ აქვს, ასევე არ აქვს განთავსებული არცერთი ბილბორდი ქვეყნის მასშტაბით. მაგრამ გვაქვს ტელევიზია, სადაც სულ "გირჩის" რეკლამები გადის და რომლის ლოგოც პარტიის ლოგოა.

                                                                                                                                         - განაცხადა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.

ეს ჯარიმა უფრო იმას ჰგავს, რომ აუდიტის სამსახურმა რაღაც თავისი აქტივობის იმიტაცია გააკეთა იმიტომ, რომ ცოტა არ იყოს უცნაურია ჩვენივე ტელევიზიის გამო დაჯარიმება. მაშინ როდესაც "გირჩი ტივი" 24 საათის განმავლობაში პარტიის ლოგოთი მაუწყებლობს ეს ნორმალური და მისაღებია, ხოლო ერთი კონკრეტული რეკლამა კი მიუღებელი.

ალბათ აუდიტის სამსახური ვალდებულია ყველა პარტია შეამოწმოს, რომ არავინ თქვას ეს სამსახური არ გვჭირდებაო და დარწმუნებული ვარ, ყველა პარტიას რაღაცეებს უწერენ და ჩვენც ეს ჯარიმა დაგვიწერეს. უკეთესი იქნებოდა, რომ აუდიტის სამსახურს ჩვენი ანგარიშისთვის ყადაღა მოეხსნა, უფრო მარტივი ცხოვრება გვექნებოდა.

                                                                                                                                         - გვითხრა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

                                                                                                                                                                    ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები