სიახლეები

რატომ შეიცვალა წულუკიანმა აზრი

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სიძულვილის ენის რეგულირებაზე საუბრობს. 

თუკი გარკვეული ფრთხილი, ფაქიზი მიდგომის შედეგად შემუშავებული რეგულაციები იქნება და ბალანსი იქნება დაცული პირის უფლებებსა და გამოხატვის თავისუფლებას შორის, არ მგონია, რომ ეს პრობლემაა. პირიქით, ეს უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ არსებობდეს გარკვეული წითელი ხაზები, რა შეიძლება გამოხატვის თავისუფლების სახელით აკადრო და რა არ შეიძლება აკადრო სხვა ინდივიდს, რომელსაც აქვს თავისი პირადი სივრცე.

წულუკიანი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის არგუმენტად საარჩევნო პროცესში გამოყენებულ სიძულვილის ენას ასახელებს. მინისტრი აღნიშნავს, რომ ეს კიდევ უფრო თვალშისაცემია, როცა კანდიდატი ქალია.

რამდენიმე თვის წინ, 5 თებერვალს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელეგადაცემაში კვირის ინტერვიუ, იუსტიციის მინისტრი ამბობდა:

მე არ მსმენია, ვინმე ამბობდეს, რომ ბილწსიტყვაობა უნდა შეიზღუდოს, არ ვიცი. ბილწსიტყვაობა თუ შეიზღუდა, ყველას მოგვიწევს, წავიდეთ ციხეში. ამიტომ, ალბათ ბილწსიტყვაობა გამოხატვის თავისუფლებით უნდა დარჩეს დაცული.

დღეს, კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა წარადგინა ინიციატივა, რომლის მიხედვით მედიაში სიძულვილის ენის გამოყენებაზე რეგულაციები უნდა დაწესდეს.

კომენტარები