სიახლეები

455 Views
განათლება

გირჩი TV-ზე ახალგაზრდული გადაცემა Breakfast Club იწყება

გირჩიTV მაყურებელს ახალ პროექტს სთავაზობს - ახალგაზრდული გადაცემა Breakfast Club სკოლის მოსწავლეებზე, რომლებიც ღიად ისაუბრებენ საკუთარ პრობლემებსა და გამოწვევებზე; ქართულ სკოლაზე, როგორც საბჭოთა სისტემის გადმონაშთზე, რომელიც ახალგაზრდებს განვითარებისა და ზრდის საშუალებას უსპობს.

როგორც პროექტის მონაწილე ბავშვები ამბობენ:

გადაცემა საინტერესო იქნება იმ თვალსაზრისით, რომ მოსწავლეები თავად არიან სისტემის ნაწილი და ამ პრობლემების გარეთ გამოტანა მათთვის ბევრად უფრო მარტივია - რა აწუხებთ, რას შეცვლიდნენ, როგორი წარმოუდგენიათ იდეალური სკოლა და ა.შ.

Breakfast Club-ის მიზანია სამიზნე აუდიტორიის გაზრდა და ბევრი საინტერესო ისტორიის ჩვენება მაყურებლისთვის გირჩი TV-ის მეშვეობით.

გადაცემის ავტორები მოუწოდებენ მოსწავლეებს, ჩაერთონ პროექტში და თამამად ისაუბრონ იმ თემებზე, რომლებიც მათთვის პრობლემური და მნიშვნელოვანია.

თუ ხართ თავისუფალი, გახსნილი, ცნობისმოყვარე და მოგბეზრდათ ქართული სასკოლო სისტემა, მაშინ ეს პროექტი სწორედ თქვენთვისაა, მოდით და მოგვიყევით თქვენი ამბავი. 

გირჩი TV-ს მაუწყებლობა დროებით შეჩერებულია, მაუწყებლის განახლებამდე გადაცემა გავა ფეისბუქის ფეიჯზე Girchi's Breakfast Club. გადაცემაში მონაწილეობის მსურველებმა მოგვწერეთ ფეიჯის ინბოქსში. 

კომენტარები