სიახლეები

თუ არჩევნებზე ადამიანთა გამოცხადება მაღალი იქნება, ხელისუფლება შეიცვლება - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

"გირჩის" ლიდერმა და დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ "ტვ კავკასიის" ეთერში 31 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრა. 

ჯაფარიძეს მოლოდინი აქვს, რომ ეს კვირა ყველაზე რთული იქნება, ტემპერატურის და პოლიტიკური პარტიების მხრიდან ერთმანეთის გაშავების თვალსაზრისით. მისივე თქმით, იმის მიუხედავად, რომ ბოლო ორი დღე სიმშვიდეა, დაძაბულობა 31 ოქტომბრამდე და უშუალოდ არჩევნების დღეს მოიმატებს.

პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ გიჟური ჩაკეტვები გაზაფხულზე გამიზნული იყო, რომ დღეს ეს კატასტროფული ზრდის ციფრები ეჩვენებინათ, რათა შეაშინონ მოსახლეობა და ისინი არჩევნებზე არ წავიდნენ. რაც მისივე თქმით, ხელისუფლებას აწყობს, რადგან მაღალი გამოცხადების შემთხვევაში "ქართული ოცნება" დამარცხდება და ხელისუფლება ქვეყანაში შეიცვლება.

მე დიდი იმედი მაქვს, რომ ადამიანები ერთის მხრივ, დაძლევენ იმ ნიჰილიზმს, რომლის მიზეზიც სრულიად გასაგებია, მაგრამ თუ გვინდა, რომ ქვეყანაში რამე შეიცვალოს საბოლოო ჯამში ეს არჩევნების გზით ხდება, რადგან სხვა ალტერნატიული პოლიტიკური პროცესი არ არსებობს. როგორც არ უნდა გვქონდეს მომავალზე ხელი ჩაქნეული, ეს ნაბიჯი გადასადგმელია.

მეორეს მხრივ, თუ ადამიანები პანდემიის შიშს დაძლევენ და მომზადებულები (პირბადეებით და სანიტაიზერებით) საარჩევნო უბანზე მივლენ და გააკეთებენ არჩევანს და თუ საბოლოო ჯამში გამოცხადება მაღალი იქნება, ხელისუფლება შეიცვლება. 

                                                                                           - განაცხადა დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატმა.

                                                                                                                                                                    ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები