სიახლეები

ხვიჩია: ქურდული ელემენტებით საუბრის გამო ადამიანის დასჯა გაუმართლებელია

მე არ ვარ ქურდების და ზოგადად, ქურდული სამყაროს გულშემატკივარი, ამბობს იაგო ხვიჩია გირჩის ყოველდღიურ გადაცემაში „გირჩის აზრით“.

მისი თქმით, ქურდული სამყარო,არის სამყარო სადაც ძალადობა მოსულა და თან მოსულა ცალმხრივად, ანუ ქურდმა რომ იძალადოს მისაღებია, თუმცა ქურდზე ძალადობა არ არის მისაღები, ამიტომ ხვიჩიას ეს სისტემა არ მოსწონს და არ ფიქრობს, რომ ის პატივისცემას იმსახურებს.

მიუხედავად იმისა, რომ არანაირი სიმპატიები არ მაქვს ქურდული სამყაროს მიმართ, არ ვარ მომხრე,  ვინმე დავსაჯოთ საუბრის გამო. ეს ძალიან პრობლემური ამბავია და ხვალ და ზეგ ამის გამო პასუხი მოგვეთხოვება.

თუმცა, როგორც იაგო ამბობს, ქვეყანაში გვაქვს პოპულისტური მართლმსაჯულება, რაც ნიშნავს, რომ ვინც საზოგადოებას არ მოსწონს, დამნაშავეა იგი თუ არ არის დამნაშავე, მნიშვნელობა არ აქვს - ასეთი ადამიანების მიმართ ყველაფერი მოსულა.

მისი თქმით, როდესაც ვიღაც ამბობს, რომ თუ საუბარი ქურდულ ელემენტებს შეიცავს, აკრძალულია და სისხლის სამართლებრივი წესით ისჯება, მაშინ ხვალ სხვა შინაარსის საუბარი აიკრძალება, რადგან აღნიშნულის კრიმინალიზების მიზეზი ასეთი ტიპის საუბრების მიმართ სისტემის ნეგატიური დამოკიდებულება - სისტემისთვის ბევრი სხვა ტიპის საუბრებიც შეიძლება არ აღმოჩნდეს მისაღები.

თუ ჩვენ პოლიციას ვაძლევთ უფლებას ადამიანი დასაჯოს იმის გამო, თუ ვინ არის იგი, ნაცვლად იმისა, თუ რა ჩაიდინა, ესეთი ტიპის სადამსჯელო სისტემა არის საბჭოთა სისტემა ნებისმიერ შემთხვევაში.

იაგოს თქმით, ის, რომ ზოგადად ადამიანები ერთად შეკრებისა და რაიმე ისეთ თემაზე საუბრის გამო დავიჭიროთ, რაც ჩვენთვის მიუღებელია, არასწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია და სისტემის უფლებებს ზრდის ადამიანის თავისუფლების ხარჯზე.

ლიზი კუბლაშვილი

კომენტარები