სიახლეები

Tesla-ს გათამაშებაში უკვე 10 000-ზე მეტი ადამიანი ჩაერთო

Tesla-ს გათამაშებაში უკვე 10 000-ზე მეტი ადამიანი ჩაერთო. როგორც იცით, "გირჩი" პარლამენტში მოხვედრის შემდეგ კუთვნილი საბიუჯეტო დაფინანსების გამოყენებას არ აპირებს. ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ პარტიამ გადაწყვიტა ეს ფული ისევ გადასახადის გადამხდელებს, ანუ თქვენ დაგიბრუნოთ. ამიტომ ყოველ კვარტალში ერთხელ ელექტრომობილ Tesla-ებს გავათამაშებთ.

ჯერ კიდევ არ ხარ Tesla-ს პროექტში დარეგისტრირებული, ხოდა რას ელოდები?

რა არის ამისათვის საჭირო ?

- დარეგისტრირდით "გირჩის" პორტალზე (girchi.com) Tesla-ს პროექტში ამ ლინკით - https://www.girchi.com/ge/user/register

- 31 ოქტომბერს წადით საარჩევნო უბანზე და მიეცით ხმა თქვენთვის სასურველ პარტიას. - იმავე დღეს, 31 ოქტომბერს ხმის მიცემის შემდეგ გადაიღეთ სელფი საარჩევნო უბანთან (ისე, რომ გამოჩნდეს უბნის ნომერი).

- საარჩევნო უბნების დახურვამდე (21:00 საათამდე) გამოაქვეყნეთ ეს ფოტო საკუთარ ფეისბუქ (ან ინსტაგრამის )გვერდზე ჰეშთეგით #მევიყავიარჩევნებზე.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობის წასახალისებლად, "გირჩი" მათთვის, ვინც 31 ოქტომბერს ნებისმიერ პარტიას  ხმას მისცემს, "Tesla"-ს ავტომობილებს გაათამაშებს.

Tesla-ს პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც "ცესკოს" ამომრჩეველთა ერთიან სიაშია რეგისტრირებული და 31 ოქტომბერს, მისთვის სასურველ პარტიას მისცემს ხმას.

                                                                                                                                                     ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები