სიახლეები

67 Views
პოლიტიკა

მოსალოდნელია თუ არა ძიძების სერტიფიცირება სავალდებულო გახდეს?

“ბავშვთა უფლებათა კოდექსის” კანონპროექტის მიხედვით, ქვეყანაში, შესაძლოა, ძიძების სერტიფიცირების პროცესი დაიწყოს.

საჭიროა თუ არა ძიძების სერტიფიცირება?

ეს საკითხი საკანონმდებლო ორგანოში სერიოზული მსჯელობის საგანი გახდა. პარლამენტართა უმეტესობა მიიჩნევს, რომ ძიძას სერტიფიკატი უნდა ჰქონდეს:

ამ სიახლის სავალდებულო მექანიზმად შემოტანა ცოტა რთული იქნება, ამიტომ უმჯობესია, ნებაყოფლობითი იყოს, მომავალში კი შეიძლება უფრო ქმედით მოდელზეც ვიფიქროთ. ამიტომ ჯერ რაღაც შუალედური მექანიზმი დაინერგება, რომელიც საშუალებას მოგვცემს ძიძების პროფესიონალიზმი გადავამოწმოთ, შემოვა კვალიფიკაციის დადასტურების მექანიზმი და ეს ცუდი არ უნდა იყოს.

 - განაცხადა ქართულ მედიასთან პროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, პარლამენტარმა აკაკი ზოიძემ.

ეს ძიძების საქმიანობის საკანონმდებლო ჩარჩოში მოქცევის პირველი შემთხვევა არ არის. მანამდე არსებობდა კანონპროექტი, რომელიც ძიძების რეესტრის შექმნას ითვალისწინებდა, თუმცა მას პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვის კომიტეტმა არ დაუჭირა მხარი.

კომენტარები