ბერლინის სასამართლომ ბარებისა და რესტორნების საღამოს 11 საათიდან დახურვის ბრძანება გააუქმა

სასამართლომ გააუქმა ბრძანება, რომ ბერლინის ბარები და რესტორნები საღამოს 11 საათიდან დაიხუროს, რადგან არ არის აშკარა, რომ ეს ეხმარება კორონავირუსთან ბრძოლას - წერს "Daily Mail"-ი 

სასამართლომ აღნიშნა, რომ ვირუსი გერმანიაში კვებისა და სასმელის ინდუსტრიის მიღმა მომდინარეობს.

გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ ბარების დახურვა თავისუფლების არაპროპორციული ხელყოფაა.

სასამართლომ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ქვეყანა გააფრთხილა, რომ კატასტროფისკენ მიექანებოდა.

ბერლინის სასამართლომ  შეაჩერა ბრძანება ბარებისა და რესტორნების საღამოს 11 საათიდან დილის 6 საათამდე დახურვის შესახებ მას შემდეგ, რაც დაადგინა, რომ ეს არ იყო აშკარა ღონისძიება, რომელიც კორონავირუსთან ბრძოლას ხელს შეუწყობდა.

11 რესტორნის მფლობელის საქმეზე გადაწყვეტილებაში, ადმინისტრაციულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ გერმანიაში ახალი ინფექციები ამჟამად, ოჯახის წევრებისა და მეგობრების თავშეყრის, საზოგადოებრივი დაწესებულებების, ხორცის გადამამუშავებელ საწარმოების, რელიგიურ შეკრებების დროს, ან მოგზაურობასთან დაკავშირებული ქეისების შედეგად ვრცელდება.

სასამართლომ დაადგინა, რომ საკვები და სასმელი დაწესებულებების დახურვა წარმოადგენდა ინდუსტრიის თავისუფლების არაპროპორციულ ხელყოფას.

ახლა გერმანიის ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა ამ საკითხის უფრო მაღალი ინსტანციისთვის გადაცემა, რათა აიძულონ ბარები და რესტორნები დაიხურონ.

ამ გადაწყვეტილების მიღება მას შემდეგ მოხდა, რაც ანგელა მერკელმა გააფრთხილა მოსახლეობა, რომ გერმანია კატასტროფისკენ მიექანებოდა, რადგან რეგიონალურმა ლიდერებმა ევროპაში კორონავირუსის მომატებული შემთხვევების ფონზე, ახალი მკაცრი რეგულაციების შემოღებაზე უარი თქვეს.

გერმანიის კანცლერმა ოთხშაბათს, გვიან ღამით სხვა სახლემწიფო ლიდერებთან გამართულ მოლაპარაკებებზე მოთმინება დაკარგა და განაცხადა: ”ის, რაზეც ჩვენ შევთანხმდით, არ არის საკმარისი კატასტროფის თავიდან ასაცილებლად".

ამასობაში, ბარსელონაში 16 ოქტომბერს დემონსტრანტებმა რეგიონული მთავრობის მიერ, მათი ბარებისა და რესტორნების მიმართ დაწესებული ახალი შეზღუდვების წინააღმდეგ, საპროტესტო გამოსვლები დაიწყეს.

ესპანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ კატალონიის რეგიონში დაწესებულებების დაიხურვის ბრძანება გაიცა მომდევნო 15 დღის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირებულთა მაჩვენებლის ზრდის გამო.

წყარო : https://rb.gy/7k1euo

                                                                                                                                                  თარგმანი: პოლინა აბზიანიძე



კომენტარები